ბაღიბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თეიმურაზ თორდინავამ ბრიფინგი გამართა და ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, თბილისის საჯარო ბაღებში 57 000-ზე მეტი აღსაზრდელია რეგისტრირებული. გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, რამდენიმე ბაღში ჯგუფების დამატებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

“საბავშვო ბაღებში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და შემოდგომაზე კიდევ 20 ახალი ჯგუფი გაიხსნება, სადაც 700-ზემეტი აღსაზრდელი დაკმაყოფილდება. სიახლეა საბავშვო ბაღებში კვების კუთხითაც. ბაღები კვების მომსახურების ახალ სისტემაზე გადადიან.  თბილისის ყველა საბავშვო ბაღში ტენდერში გამრჯვებული კომპანია “ელფი” უზრუნველყოფს აღსაზრდელების სამჯერად კვებით მომსახურებას და მენიუს შესაბამისად კალორაჟის დაცვას”,- აღნიშნა თეიმურაზ თორდინავამ.

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, შემოდგომაზე კიდევ სამი ახალი ბაღი გაიხსნება.

(Visited 202 times, 1 visits today)

კომენტარები