2 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

გვარამიატელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ”სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერ პაატა ბურჭულაძესა და მათ შორის დღეს კიდევ ერთი საუბარი შედგა.

”დღეს მესაუბრა ბატონი პაატა, რამდენიმე წუთის წინ მესაუბრა შალვა ნათელაშვილიც რაღაც საქმეზე და შეუძლიათ ესეც გამოაქვეყნონ. მე არ მისმენია ამ ჩანაწერისთვის თავიდან ბოლომდე. ბატონმა პაატამ მითხრა, რომ ამ საუბარში არ არის ის მომენტი, როდესაც ის მეუბნება, რომ მე არც სააკაშვილის ვარ და არც ივანიშვილის და შესაბამისად, არ ვიწონებ თუ ეს ნამდვილად თქვა მეგრელიშვილმაო. ხო დაადასტურებ ამასო და მე ნამდვილად ვადასტურებ ამას. ეს ბატონმა პაატამ ამ საუბარში არაერთხელ გაიმეორა. ეს ნამდვილად იყო ამ საუბარში. თუ ამ საუბარში ეს არ არის, უკანონო ჩაწერასთან და გამოქვეყნებასთან ერთად, დამონტაჟებულიც არის. ეს შედის იმის ინტერესში, ვინც ცდილობს აჩვენოს, რომ პაატა ბურჭულაძე არის სააკაშვილთან ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებული. ეს ძალა არის ხელისუფლება ვის ინტერესშიც ეს შედის”, – განაცხადა გვარამიამ.

(Visited 16 times, 1 visits today)

კომენტარები