ნიშნობაქიროლოგთა სწავლების თანახმად, არათითი მზის თითია – სიყვარულისა და გულის მფარველი. ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი შეხედულება, რადგან მრავალ კულტურაში მსგავსი დატვირთვა ენიჭება იმავე თითს და ამ თითზე ბეჭდის ტარებას. უფრო მეტიც, არათითზე სხვა ბეჭდის (უბრალო ბეჭდის) გაკეთებამ შეიძლება ამ თითის ენერგეტიკის დაბლოკვა გამოიწვიოს, როგორც ამბობენ _ “ბედის ჩაკეტვა”. ამას გარდა, იმასაც აქვს მნიშვნელობა, ბეჭედს მარცხენა ხელზე ატარებს ადამიანი, თუ მარჯვენაზე.

ძველინდური ტრადიციის თანახმად, ეს ასე შეიძლება აიხსნას: ადამიანის სხეულის მარჯვენა მხარე არის მამაკაცური ენერგიის მატარებელი და უკავშირდება მზეს, ხოლო მარცხენა მხარე ქალური ენერგიის შემცველია და დაკავშირებულია მთვარესთან. მზის ლითონია ოქრო, მთვარის კი – ვერცხლი. ასე რომ, დანარჩენი თქვენ განსაზღვრეთ, რომელი ხელის რომელ თითზე რა ლითონის ბეჭედი ატაროთ.

ქრისტიანი კათოლიკეების რწმენის თანახმად,  მარცხენა ხელი, ბედს უკავშირდება, ის გულთან ახლოსაა და ამიტომ ატარებენ მასზე ქორწინების ბეჭედს, ხოლო მარჯვენა ხელი ადამიანის შეგნებული მოქმედებებისა და გონების ხელია და  მართლმადიდებლები ქორწინების ბეჭედსაც ამ ხელზე იკეთებენ.

ნანუკა მაღლაკელიძე

ნანუკა

 

 

(Visited 519 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*