kvirikaსაქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტოასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო მისიის  წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს.

გიორგი კვირიკაშვილმა დელეგაციის წევრებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა– უზრუნველყოს საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება და მაქსიმალური დახმარება გაუწიოს სადამკვირვებლო მისიებსეფექტიან ფუნქციონირებაში.

„წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. დიდია სადამკვირვებლო მისიის როლი ამ პროცესში. წინასაარჩევნო გარემოს შესწავლისა და არჩევნებზე დაკვირვების მიზნით,საქართველოს მთავრობამ  არაერთი  საერთაშორისო ორგანიზაცია მოიწვია, მათ შორის: ეუთო-სსაპარლამენტო ასამბლეა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი, არაბთა ლიგა, აფრიკის კავშირი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ეროვნულ-დემოკრატიულიინსტიტუტი და სხვა,“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში,  8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს 400-მდე დამკვირვებელი.

PACE–ს წინასაარჩევნო მისიას ხელმძღვანელობს ემანუელის ზინგერისი– ევროპის სახალხოპარტიის პოლიტიკური ჯგუფი (EPP/CD). მისიის შემადგენლობაში ასევე შედიან: ფრანგიდეპუტატი სოციალისტების ჯგუფიდან მარივონ ბლონდინი; ესპანელი დეპუტატი ლიბერალებისადა დემოკრატების ალიანსიდან ევროპისთვის (ALDE)  ჟორდი ჩუკლა; ნორვეგიელი ინგებიორგგოდსკესენი ევროპის კონსერვატიული ჯგუფიდან; გერმანელი დეპუტატი ანდრეი ჰუნკოგაერთიანებული ევროპელი მემარცხენეების ჯგუფიდან; ასევე საქართველოს საკითხზეთანამომხსენებლები – ლატვიელი დეპუტატი ბორის სილევიჩი სოციალისტების ჯგუფიდან,შვედი კერსტინ ლუნდგრენი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან ევროპისთვის(ALDE).

PACE ასევე გეგმავს 32–წევრიანი დელეგაციის გამოგზავნას არჩევნების დღეს ხმის მიცემისპროცესის დასაკვირვებლად.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე დასწრნენ.

 

(Visited 47 times, 1 visits today)

კომენტარები