sursati_33d3eსოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტო სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლებისა და საბავშვო ბაღების კვების ბლოკები შეამოწმა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში,გადამოწმდა სურსათის უვნებლობის სტანდარტები და კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა.

სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაცსააგენტოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული აქტიური კონტროლის და ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდის შედეგია. აღსანიშნავია, რომ  საგრძნობლად შემცირდა დარღვევებისრაოდენობა. ჩვენი სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა.  2015-2016 წლებში კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა. სასწავლოდაწესებულებების კვების ბლოკებში უვნებლობის სტანდარტების დაცვა სააგენტოს ერთ-ერთიპრიორიტეტია. შესაბამისად, სახელმწიფო კონტროლი ამ მიმართულებით გაგრძელდება” – განაცხადასურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ კახა სოხაძემ.

საჯარო და კერძო სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების ინსპექტირებ მთელიქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მოწმდება  სურსათის უვნებლობა, ობიექტის ჰიგიენური მდგომარეობა,პროდუქციის ვადიანობა და ეტიკეტირება.

2016 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებში 1505 შემოწმება განახორციელა, მათ შორის 998 – საბავშვო ბაღში და 507 – სკოლაში. დარღვევების გამოვლენის შედეგად დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი (15 ბაღი და 8 სკოლა), რომლებსაც შეუსაბამობებისგამოსასწორებლად ვადა მიეცათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებს 2013 წლიდან ამოწმებს.2014წელს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 4 სკოლის ბუფეტს. 2015-2016წლებში კი კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა.

 

(Visited 45 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*