80269245უკრაინაში დღეიდან ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება შევიდა ძალაში.

ზავის თავდაპირველი ვადა შვიდი დღეა. ამის შესახებ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს.

აღნიშნული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კონფლიქტის დარეგულირების სამეტაპიანი პროგრამის დაწყებისკენ გადადგმული ნაბიჯი უნდა გახდეს.

თუ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ერთ კვირას შენარჩუნდება, დაიწყება ნორმანდიულ ფორმატში უმაღლესი დონის შეხვედრის მოსამზადებელი პროცესი.

მანამდე კი კონფლიქტის ზონაში გამყოფი ხაზიდან ძალების გაყვანა უნდა მოხდეს, ასევე , როგორც სამი ქვეყნის მინისტრებმა განაცხადეს, უნდა მოხხდეს კონფლიქტის ზონიდან რუსეთის ძალების ეტაპობრივი გაყვანა.

ზავის პირველივე დღეს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ჟან-მარკ ეირო დონბასში ჩავიდნენ. საფრანეგთისა და გერმანიის მთავარი დიპლომატები კრამატორსკსა და სლავიანსკს მოინახულებენ და ეუთო-ს მისიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

პრორუსმა სეპარატისტებმა ორი დღის წინ მზადყოფნა გამოთქვეს, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სრულად დაიცვან.

ფორმალურად სამშვიდობო რეჟიმი დონბასში 2015 წლის თებერვლიდან მოქმედებს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მუდმივად ირღვევა.

მინსკის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 20 სექტემბერს არის დაგეგმილი.

 

(Visited 22 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*