bidzina-ivanishvili_copy_copyელისაშვილმა საკუთარი თავი ამდენი სიცრუით თვითონვე გაინადგურა, – ასე გამოეხმაურა საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის გუშინდელ განცხადებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

მისი თქმით, ტყუილების თქმით უსუფაშვილი და ელისაშვილი ერთმანეთს ემსგავსებიან.

“ვისურვებდი, რომ დავით უსუფაშვილი არ დაესგავსოს ალრკო ელისაშვილს. ელისაშვილის განცხადება წავიკითხე, რომ ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო სტრუქტურებს ააქტიურებს, რომ როგორმე გავანადგურო ელისაშვილი. ეს სასაცილოდ არავის ეყოფა. ელისაშვილმა საკუთარი თავი თვითონვე გაინადგურა პიროვნულად ამდენი სიცრუით. ყურადღების მიღმა რომ დარჩა, შემოაგდო ახალი თემა – არ ვიცი ვინ მითხრაო, რა მითხრაო, მაგრამ ასეაო. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ამ მიმართულებით განვითარდებიან ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებიც. საოცარი თანხვედრა მოხდა. უსუფაშვილიც სულ სიცრუეებს საუბრობს, რომ მან მოძებნა კვირიკაშვილი, უარი თქვა პრემიერობაზე. ნუ გაუტოლდებიან ელისაშვილს, რომელმაც ამდენი სიცრუით და ყალბი პათოსით საკუთარი იმიჯი გაინადგურა. ნუ დაუახლოვდებიან ელისაშვილს”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

(Visited 22 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*