ushishroebis sxdomaავლაბრის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

პარლამენტის თავმჯდომარის გარდა საბჭოს მუდმივმოქმედი წევრების სრული შემადგენლობა ესწრება პრემიერ-მინისტრის ჩათვლით.

დღევანდელ სხდომაზე ოფიციალური ინფორმაციით, ორ საკითხს განიხილვენ.

თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია თავდაცვის სამინისტროს რეფორმირების საკითხს წარადგენს და მეორე თემაა, სამხედრო კონტიგენტის რაოდენობის დამტკიცება.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში არ მონაწილეობს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სტრასბურგში ვიზიტის გამო.  ასევე საქართველოში არ იმყოფება საბჭოს კიდევ ერთი წევრი – პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.

სხდომას უშიშროების საბჭოს მდივნის რანგში ბოლოჯერ ესწრება ირინა იმერლიშვილი, რომელიც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა.

(Visited 24 times, 1 visits today)

კომენტარები