imerlishviliairinaეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე 2017 წლისთვის სამხედრო ძალების რაოდენობა და თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები განიხილეს,- ამის შესახებ საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.

„პირველი საკითხი, რომელიც განვიხილეთ ეს არის სამხედრო ძალების რაოდენობა 2017 წლისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ყოველწლიურად, სამხედრო ძალების რაოდენობა მტკიცდება ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ. საბჭოს წევრების 2/3 არის აუცილებელი, რომ დამტკიცდეს. დღეს არ ესწრებოდა საბჭოს ორი მუდმივმოქმედი წევრი,  დავით უსუფაშვილი და თედო ჯაფარიძე, რომლებიც არ იმყოფებიან საქართველოში. სხვა ყველა წევრი იმყოფებოდა და ერთხმად დაუჭირა მხარი გადაწყვეტილებას ,- ეს არის 37 ათასი, ამაში არ შედის, ცხადია, საომარი მდგომარეობის პერიოდში რაოდენობა და არ შედის რეზერვი. ეს დოკუმენტი პარლამენტში გაიგზავნება ბიუჯეტის პროექტთან ერთად და შემდეგ უკვე პარლამენტის მისაღებია გადაწყვეტილება აღნიშნულის თაოაბაზე”,- განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

 

(Visited 14 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*