მეუფე სერაფიმებორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე სერაფიმე ათონის მთაზე  მიემგზავრება. მრევლს მისი გაცილების შესაძლებლობა 18 სექტემბერს თბილისის სამების საკათედრო  ტაძრში ექნება.

15,00 საათზე სამების პირველ სართულზე თავად მიტროპოლიტი სერაფიმე  ჩაატარებს პარაკლისს.

შეგახსენებთ, რომ  მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) ბორჯომის ეპარქიას 21 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. იგი დაიბადა ქ. სოხუმში  1961 წლის 15 თებერვალს.  1990 წელს დაამთავრა თბილსის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

1991-1992წწ. იმყოფებოდა მარტვილის მამათა მონასტერში; 1992 წელს ჩააცვეს მორჩილის კაბა, ბერად აღიკვეცა და დაინიშნა ფოთის მამათა მონასტრის წინამძღვრად; ამავე წელს აკურთხეს დიაკვნად და მღვდელ-მონაზვნად;

1994 წელს აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში და გახდა   ფოკის მონასტრის წინამძღვარი;

1995 წლიდან ბორჯომისა და ახალქალაქის ეპისკოპოსი იყო; 2000 წელს ახალქალაქის  მთავარეპისკოპოსი,  ხოლო 2002 წ. ბორჯომისა და ბაკურიანის; 2009 წ. კი მიტროპოლიტის რანგში იქნა აყვანილი.

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველობიდან მეუფე სერაფიმეს გადადგომის შესახებ მრველს ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ ამბიონიდან განუცხადა: “თუკი მეუფე სერაფიმემ მიიღო ეს გადაწყვეტილება და წავიდა ეპარქიიდან, ძალიან რთულია, რაიმე გითხრათ და რაიმეთი განუგეშოთ… რა იყო ამაში, ვისი ბრალი იყო, რა ხდებოდა, ეს ჩვენ არ ვიცით. ეს ღმერთმა იცის. ფაქტია, რომ თითოეული ჩვენგანის ბრალი იყო ეს, პირადად ჩემი ბრალი იყო, სამღვდელოების ბრალი, სინოდის ბრალი და თითოეული თქვენგანის ბრალიც. ალბათ, ყურადღება ვერ მივაქციეთ, ვერ გამოვიჩინეთ გულისხმიერება, როცა ეს სჭირდებოდა… მეუფე სერაფიმეს ღმერთი ეპარქიისთვის გაკეთებულ საქმეებს აუცილებლად დაუფასებს და ჩვენც პირველ რიგში, მას ღვაწლი უნდა დავუფასოთ.“

ამ ფაქტის შესახებ  2016 წლის 25 აპრილს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „პირადი თხოვნის საფუძველზე ბორჯობისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) განთავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან. ეპარქიის ხელმძღვანელობა დროებით დაევალა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე).“

(Visited 392 times, 1 visits today)

კომენტარები