წულუკიანიიუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 15 სექტემბერს საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის პროექტის ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკა და საკონფერენციო დარბაზი გახსნა.

სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას პირველად მიეცა საშუალება, ისარგებლოს უფასო ინტერნეტით, კომპიუტერებით და ვიდეოკონფერენციის აპარატურით. ადგილობრივთათვის ხელმისაწვდომია როგორც მატერიალური სახით არსებული წიგნები, ისე ელექტრონული ბიბლიოთეკაც; საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა კი, მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.

ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გასული წლის ივლისში მიიღო, როცა იგი ეთნიკურად სომეხ ფოკელ მოზარდებთან ერთად ზემო სვანეთში იმყოფებოდა.  ახალგაზრდებმა   ქართული ენის შესწავლის სურვილი გამოთქვეს; მოსწავლეებმა მიიღეს დაპირება, რომ მათ სახელმწიფო ენის ცოდნის გაღრმავების მისწრაფების რეალობად ქცევისათვის ისეთსავე ინფრასტრუქტურას მოუწყობდნენ, როგორიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო 30-მდე სხვა სოფელში.

აღსანიშნავია, რომ ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკის პერსონალი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის − „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ − ფარგლებში გადამზადებულია თანამედროვე საბიბლიოთეკო სერვისების გაცემისა და საბაზისო კომპიუტერული ინფრასტრუქტურის ეფექტური მენეჯმენტის განხორციელების კუთხით.

 

(Visited 40 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*