დოლიძე,,არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების იდეა არა პრემიერ-მინისტრს, არამედ ,,თავისუფალ დემოკრატებს“ გვეკუთვნის“ – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

საარჩევნოდ ქცევის წესებზე შეთანხმების მნიშვნელობაზე იმისათვის, რომ წინასაარჩევნო გარემო ორიენტირებული იყოს პროგრამებსა და პლატფორმებზე და არა ცემა-ტყეპაზე, უღირსად მოხსენიებასა და სიძულვილის ენაზე, ვიქტორ დოლიძემ ჯერ კიდევ ივნისის თვეში პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.  სწორედ ვიქტორ დოლიძე არის ავტორი   “საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ“ პარლამენტის განცხადების პროექტის, რომელიც პარლამეტში მან 20 ივნისს წარადგინა.

პარლამენტის 22 ივნისის პლენარულ სხდომაზე “საარჩევნო პერიოდში ეთიკის კოდექსი” დაამტკიცეს. საკანონმდებლო ინიციატივას მხარი 87-მა პარლამენტარმა დაუჭირა.

“ქცევის კოდექსის” თანახმად, პოლიტიკურმა პარტიებმა უარი უნდა თქვან სიძულვილის ენაზე, ან ისეთი გამონათქვამების გამოყენებაზე, რომელიც არის პროვოკაციული, ცილისმწამებლური, ღირსების შემლახველი, ქსენოფობიური, შეიცავს მუქარას ან ადამიანს ნებისმიერი ფორმის ძალადობისკენ უბიძგებს. ამასთან, საარჩევნო პროცესის განმავლობაში, პოლიტიკური პარტიების მიერ დაცული უნდა იყოს დადგენილი თამაშის წესები და ეთიკური სტანდარტები, რაც წარმოადგენს საზოგადოების ნდობის მოპოვების მნიშვნელოვან წინაპირობას და კარგი მმართველობის ერთ-ერთ უმთავრესს კომპონენტს.

”რამდენიმე თვის წინ პარლამენტში ჩემს მიერ ინიცირებული იყო დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა წინასაარჩევნო ქცევის კოდექსს, ე.წ. ქცევის წესებს. ეს დოკუმენტი შევიმუშავეთ ევროპარლამენტარებთან კონსულტაციებით. ეს იყო ძალიან მრავლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც შეეხებოდა სიძულვილის ენის არ გამოყენებას, დაპირისპირებაზე უარის თქმას, ორიენტირის გაკეთებას პროგრამებზე, პლატფორმებზე და საკუთარი თავის და აქედან გამომდინარე, ამომრჩევლის პატივისცემას. იმ პერიოდში ამ დოკუმენტს ”ნაციონალური მოძრაობის” გარდა ყველა საპარლამენტო ძალამ მოაწერა ხელი. მე ვფიქრობ, იქ ყველაფერი ნათელია და ახალი ველოსიპედების გამოგონება რა საჭიროა, მე ვერ გავიგე. ამას ელემენტარულად პოლიტიკური ნება სჭირდება”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

(Visited 10 times, 1 visits today)

კომენტარები