საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ევროპარლამენტის ფაქტების დამდგენი მისიის წარმომადგენლებთან სანდრა კალნიეტთან (ლატვია, EPP) და ანდრეიგრჟიბმასთან (პოლონეთი, EPP), რომლებიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან.
შეხვედრაზე აღინიშნა ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და განხორციელებული მრავალი რეფორმა, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ევროპულ გზას. ევროპარლამენტარებმა ცალსახად დაადასტურეს ევროკავშირის მხარდაჭერასაქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისადმი და აღნიშნეს, რომ საქართველომ ზედმიწევნითშეასრულა ყველა საჭირო მოთხოვნა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის სივრცის ქვეყნებში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს საქართველოს მხარდაჭერისთვის.
შეხვედრის დასასრულს საუბარი შეეხო წინასაარჩევნო გარემოს. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მტკიცე ნება და მზაობა არჩევნები წარიმართოს მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით.