kvirikaთბილისში  პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი– „სილიკონ ველი თბილისი“ გაიხსნა, რომელიც IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულდა კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში გააერთიანებს. ცენტრისგახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მისასალმებელი სიტყვით  მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და ხაზი გაუსვა „სილიკონ ველი თბილისის“ დაარსების მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ცენტრი დიდ დახმარებას გაუწვეს  პროგრამულ ინჟინრებსდა მეწარმეებს, რათა კიდევ უფრო განავითარონ თავიანთი ბიზნესიდეები.

“მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ვხსნით სრულიად ახალ, პირველ კერძო მაღალტექნოლოგიურცენტრს–„ სილიკონ ველი თბილისი“. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი და ძალიან მოხარულივართ, რომ პირველი კერძო ინვესტიცია არის მაღალტექნოლოგიური მიმართულებით. სასიხარულოა, რომ მთავრობის ინიციატივები, რომლებიც დაწყებული იყო შარშან– პირველიტექნოპარკის გახსნა, მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულების განვითარება, ასეაიტაცა კერძო სექტორმა. ჩვენ ძალიან გვახარებს კომპლექსური ხედვა, რომელიც ამ ჯგუფს აქვსდა ის ინფრასტრუქტურის მრავალფეროვნება, რომელიც აქ არის. ეს არის სკოლა,მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტი, IT საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულება,ლაბორატორიები, ტრენინგცენტრები და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფრასტრუქტურახელს შეუწყობს ინოვაციური აზროვნების და სამეწარმეო სულისკვეთების განვითარებასქვეყანაში,“–განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით,  მნიშვნელოვანია, რომ მაღალტექნოლოგიური ცენტრშიდაინერგება დუალური სწავლების მოდელი, რაც გულისხმობს სწავლის პარალელურად,სტუდენტების სამუშაო ადგილით უზრუნველყოფას.

„ძალიან კარგია, რომ ამ ცენტრის ბაზაზე იმუშვებს დუალური განათლების პროფესიულიგანათლების მოდელი, რომელიც ერთდროულად ითვალისწინებს სწავლას და მუშაობას დაპირდაპირ მიმართულია დასაქმებისკენ და პირდაპირ ეხმიანება მთავრობის 4– პუნქტიანირეფორმების გეგმას,“–აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ–მინისტრმა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტზეც ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, თბილისში მშენებარე სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთად, უდიდესი მასშტაბისიქნება.

„მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ ქუთაისში დაიწყო უპრეცედენტო, საუკუნისპროექტის– ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, ეს გახლავთ ერთი მილიარდი ევროსღირებულების პროექტი, რომელიც თბილისში არსებულ ტექნოლოგიურ ინსტიტუთან ერთად,ერთ დიდ, ძალიან მნიშვნელოვან კომპლექსს ქმნის და აშენების შემდეგ გადმოეცემასახელმწიფოს. ეს არის პროექტი, რომელიც ძირეულ ცვლილებებს შეიტანს საქართველოშიმაღალი ტექნლოგიების და მთლიანად ტექნიკური განათლების მიმართულებით და იქნებათვისობრივი ცვლილების შემტანი ქვეყნის განვითარებაში.“–განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის მოსწავლეებს და მათ წარმატებები უსურვა.

„სასწავლო წლის დაწყება მნიშვნელოვანი თარიღია ყველა ბავშვის ცხოვრებაში. მე ძალიან კარგადმახსოვს შერეული ემოციები, ერთი მხრივ მეგობრების ნახვის სიხარული, მეორე მხრივ ცოტასიზარმაცეც სწავლასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაფერი ერთად ეს არის ბავშვების ძალიანთბილი, დადებითი ემოციები. მინდა, ყველას გისურვოთ წარმატებები!“

„სილიკონ ველი თბილისში“ მომავალ ქართველ დეველოპერებს, პროგრამულ ინჟინრებს დამეწარმეებს შეეძლებათ საკუთარი ბიზნესიდეების სრულყოფილად განვითარება, ტექნოლოგიურიუნარების გაღრმავება და შესაძლებლობების გაფართოება. პროექტის ფარგლებში ასევეგანთავსდება წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა

(Visited 229 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*