auditoria

სტუდენტური გაერთიანება ,,აუდიტორია #115″ საქართველოში არსებულ განათლების  პოლიტიკას უპირისპირდება  და დისკუსიასა და ფილმის ჩვენებაზე საზოგადოებას იწვევს.
,,აუდიტორია #115 უპირისპირდება ქვეყანაში არსებულ განათლების პოლიტიკას და მიზნად ისახავს მის ტრანსფორმირებას. არსებული პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს ართმევს განათლების მიღების უფლებას, ხოლო ხარისხიანი განათლების მიღების უფლება თითოეულ ჩვენგანს წართმეული აქვს.
17 სექტემბერს, 18:00 საათზე, აუდიტორია 115-ში გაიმართება დისკუსია ქვეყანაში არსებული განათლების პოლიტიკის შესახებ.
მომხსენებლები ისაუბრებენ განათლების ხელმისაწვდომობაზე, ხარისხსა და მეცნიერების განვითარებაზე.

18 სექტემბერი, 18:00 საათი; ფილმის ჩვენება, დისკუსია.

ბრიტანელი რეჟისორის ლინდსეი ანდერსონის ალეგორიულ ფილმში ,,თუ…” მოქმედება ერთ-ერთ ინგლისურ სკოლაში ვითარდება, სადაც ძველი კანონები მეფობს – აქ მოსწავლეებს დანაშაულის გამო წკეპლით სცემენ, უფროსკლასელები კი, უმცროსებს დასცინიან.
სტუდენტების ნაწილი სისხლიან აჯანყებას გეგმავს. ეს არა თუ მასწავლებლების მიმართ წარმოებული ომია, არამედ კლასობრივი ომია.
ფილმის გმირი, მაიკლ ტრავისი კი გვეუბნება რომ  ,, ერთ ადამიანს შეუძლია მსოფლიოს შეცვლა თუ ტყვიას სწორ ადგილას მოათავსებს.

მცირე მოხსენებაში საუბარი იქნება 60-იანი წლების ბრიტანელ ,,გაბრაზებულებზე”, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში დაწყებულ კინომოძრაობებზე, რომელთაც შექმნეს საპროტესტო ბარიკადები. 68 წელს კი ყველაფერმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო; ასევე საუბარი იქნება თანამედროვე ქართულ კინოზე და აპოლიტიკურობაზე; ბოლოს კი დისკუსიისას დავუბრუნდებით ლოკალურ პრობლემებს.

მომხსენებელი: ალექსანდრე გაბელია

მისამარი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, აუდიტორია #115.”

ნატალია ჯალაღონია

(Visited 22 times, 1 visits today)

კომენტარები