2 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

CineTSi Rvinoსაქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ჩინეთის სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩის „ქართული ღვინის კულტურის ცენტრს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„ქართული ღვინის კულტურის ცენტრი“  ჩინეთში ქართული ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია „ბეიფანძიედას“ მიერ დაფუძნდა. (Xinjiang  Beifang  Jianda  Trade  Co.,  Ltd)

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა  და კომპანია „ბეიფანძიედას“გენერალურმა მენეჯერმა თონგ ჯიამ (Tong Jia).

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, სინძიანის პროვინცია ერთ-ერთი პირველია ჩინეთში, სადაც ქართული ღვინის ექსპორტი დაიწყო.

„სინძიანის პროვინცია ჩინეთის ბაზარზე გამორჩეულია. აქ ქართულ ღვინოს და ღვინის კულტურას უფრო მეტად იცნობენ, ვიდრე დანარჩენ პროვინციებში. ჩვენი პარტნიორი („ბეიფანძიედა“) თითქმის 10 წელია ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს ჩინეთში.  მათ უკვე დააფუძნეს „ქართული ღვინის კულტურის ცენტრი“ სინძიანის პროვინციაში და დღეს ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი ამ ცენტრთან თანამშრომლობის შესახებ, რომლის საფუძველზეც ერთობლივად შევეცდებით კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის, ზოგადად საქართველოს ცნობადობა სინძიანის პროვინციაში“ – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

კომპანია „ბეიფანძიედას“ გენერალური მენეჯერი თონგ ჯია იმედოვნებს, რომ „ქართული ღვინის კულტურის ცენტრი“ ხელს შეუწყობს ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდას.

აღნიშნული მემორანდუმით ურთიერთობები გადადის ახალ, სამთავრობო დონეზე. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩინეთის მოსახლეობამ იცის, რომ ორმხრივი ურთიერთობები ხდება მთავრობების დონეზე. ამით, ისინი უფრო მეტად აღიარებენ ქართული ღვინის კულტურას და უფრო მეტად უჩნდებათ სურვილი, რომ  ახლოს გაეცნონ ამ კულტურას“ – აღნიშნა თონგ ჯიამ.

სინძიანის პროვინციის მოსახლეობა 22  მილიონ, ხოლო მისი დედაქალაქ ურუმჩის  –  5  მილიონზე მეტ ადამიანს შეადგენს.   პროვინციას  ესაზღვრება  8  ქვეყანა –  ყაზახეთი,  რუსეთი, მონღოლეთი,  ყირგიზეთი, უზბეკეთი,  პაკისტანი,   ტაჯიკეთი და ავღანეთი, სადაც ტრადიციულად მდებარეობდა „აბრეშუმის დიდი გზის“ ერთ-ერთი    უმნიშვნელოვანესი კვანძი.

ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით უკვე გახსნილია რამდენიმე ათეული სხვადასხვა ობიექტი.

2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდამ 184% შეადგინა, სულ განვლილ 8 თვეში ექსპორტირებულია 3 368 361 ბოთლი.

პირველად ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიაში, მიმდინარე წლის აგვისტოში ჩინეთმა ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა და გადაასწრო ისეთ ტრადიციულ ბაზარს, როგორიც უკრაინაა.

(Visited 10 times, 1 visits today)

კომენტარები