kvirikaსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის გუბერნატორად ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინა. მან ამ პოსტზე ირაკლი შიოლაშვილი შეცვალა, რომელიც “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. პრემიერმა შიოლაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

“ბატონი ირაკლი შიოლაშვილი არჩევნებში იღებს მონაწილეობას და გამომდინარე აქედან მან დატოვა გუბერნატორის პოსტი. მინდა წარმოგიდგინოთ კახეთის გუბერნატორის პოსტზე ირაკლი ქაგადიშვილი. ბატონი ირაკლი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. იგი იყო პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი. არჩეული იყო თბილისის საკრებულოს წევრად და ასევე გახლდათ კათოლიკოს-პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის მენეჯერი.
2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში იყო კახეთის მიმართულების კურატორი. მას აქვს ძალიან სერიოზული გამოცდილება. არის უაღრესად წესიერი ადამიანი და ყველა ჩვენგანი დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევს ჩვენს გუნდთან ერთად. მოხარული ვარ, რომ ასეთი ადამიანი იქნება ამ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულების ხელმძღვანელი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და მას წარმატება უსურვა.

პრემიერმა ირაკლი შიოლაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მასაც წარმატებები უსურვა მაჟორიტარულ არჩევნებში ბრძოლაში.

(Visited 22 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*