საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპში ითამაშებს. ქართველმა კალათბურთელებმა F ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში სტუმრად მონტენეგრო 90-84 დაამარცხეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.
ჯგუფში პირველი ადგილის მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრებს მინიმუმ 3-ქულიანი უპირატესობით გამარჯვება სჭირდებოდა.
საქართველოს ნაკრებმა მთლიანობაში აღნიშნულ ჯგუფში 5 შეხვედრაში გაიმარჯვა, ერთში კი დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელებმა ჯამში 11 ქულა მოაგროვეს და ევრობასკეტზე ჯგუფში დაკავებული პირველი ადგილით გავიდნენ.