• მკითხველის ბლოგიწლის მანიპულატორი ანუ როგორ იბადება ძალმომრეობა და სადამდე მივყავართ მას.

მეოცე საუკუნის დასაწყისში სოციალურ მეცნიერებათა წარმომადგენლებს და მათთან ერთად ხალხსაც, სჯეროდათ,რომ იმდროინდელი დიდტირაჟიანი გაზეთი ძლიერი იარაღი იყო, რომელსაც მასობრივი საზოგადოების წევრების აზრებისა და ქცევის კონტროლი და მართვა შეეძლო. როგორც ფრანგი სოციოლოგი გუსტავ ლე ბონი 1895 წელს აღნიშნავდა, ეს იყო ბრბოს ხანა,როდესაც ადამიანებს ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა.  შეხედულებების ერთიანმა მასობრივი კომუნიკაციებისა და მისი ადამიანებსა და საზოგადებაზე გავლენის შესახებ იმ დროს ჯადოსნური ტყვიის თეორიად მონათლეს. ჯადოსნური ტყვიის თეორიის მიხედვით ყველა, ვინც მედიაგზავნილს მიიღებდა, მომენტალური, პირდაპირი და უნიფიცირებული გავლენის ქვეშ ექცეოდა.

დღეს რამდენად არის ჩვენს ხელთ არსებული ჯადოსნური ტყვიები ადამიანებისთვის მომწამლავი, ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანების დაკვირვებითაც კი შეიძლება მივხვდეთ. ზოგიერთი ჩვენგანი ისე ეხვევა მედია საშუალებების  გავლენის ქვეშ,ხშირად ეს მანიპულირების ძალმომრეობის ჩამოყალიბებამდე მიდის. ამის კარგი მაგალითია ფილმი  კატარინა ბლუმის შელახული ღირსება. “ ფილმი ჰაინრიხ ბიოლის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას წარმოადგენს .ერთი ჩვეულებრივი  ახალგაზრდა ქალი,რომელიც ოჯახებში დამხმარედ მუშაობს და წესიერ ცხოვრებას ეწევა , ღამეს ერთ  ლუდვიგთან ატარებს, რომელიც ეჭვმიტანილია პოლიტიკურ ტერორიზმში. დილას კატარინას სახლში პოლიცია მიდის და ლუდვიგს ეძებს, მაგრამ ის უკვე წასულია. ქალს  ბრალს ტერორისტობაში სდებენ. აქედან იწყება  კატარინას ტრაგიკული ცხოვრება. მას ფეხდაფეხ დასდევს სკანდალური ჟურნალისტი ვერნერ ტოტგესი,რომელიც   მის ყველა ინტიმურ დეტალში ერევა, ხვდება მის ახლობლებს და შემდეგ კატარინას ცხოვრება დამახინჯებულად გამოაქვს მკითხველის სამსჯავროზე. კატარინას ღირსება ელახება, მის სახლში არ წყდება ტელეფონის ზარი, ქალი ფსიქოლოგიურად განადგურებულია. ამ ამბავს მისი დედის სიკვდილი მოჰყვება, რომელსაც რეპორტიორი თავხედურად ისევ კატარინას აბრალებს. საზოგადოებრივი აზრის კლანჭებში ჩავარდნილ ახალგაზრდა ქალს სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ იარაღით დაიცვას შელახული ღირსება. ჟურნალისტს ინტერვიუზე შეუთანხმდება და საკუთარ სახლში იარაღით რამდენჯერმე ესვრის. ამის ფონზე კი მოკლული ჟურნალისტის კოლეგები გამოვლენ და ხალხს მოუწოდებენ,რომ ეს მედიის თავისუფლების შეზღუდვის მაგალითია. თუმცა სად არის  დაცული ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი , საკითხავია.

  • არის თუ არა ჩვენი ღირსების დაცვა მედიის თავისუფლების შეზღუდვა?

ჩვენს რეალობაში ხანდახან პარადოქსულიც არის, როცა მედიის დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ და ამ დროს  ტელევიზიის  დირექტორს პოლიტიკოსთან  აქვს გადაღებული ფოტო და თან უწერია  ” რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს” და ამის შემდეგ მედიის მიუკერძოებლობაზე აკეთებს განცხადებებს, ან გაზეთი გამოდის, სადაც ბიძინა ივანიშვილის ფოტოს აწერია “გავიმარჯვეთ!”. ამის შემდეგ კიდევ გამოდიან  და სამართალდარღვების გამო პასუხის გაცემის მაგივრად სიტყვის თავისუფლებით მანიპულირებენ. მერე  გავლენამოხვეული ხალხიც  აუცილებლად იჯერებს,რომ ქვეყანაში,სადაც დემოკრატიას “ვაწვებით“  მედია იზღუდება და პირდაპირ ეხება თავისუფლად გამოხატვის ნებას. აღარაფერს ვამბობ, დახურული პოლიტიკური  გადაცემების რეალურ მოტივზე. ეს იყო ისტერიკაში ჩავარდნილი ჟურნალისტების რეაქცია,რომლებიც თავიანთი უფლებების დარღვევის შიშით იმ განცხადებებით მანიპულირებდნენ,რომელიც ხელისუფლების მხრიდან  მედიაზე კონტროლსა და ზეწოლას უსვამდა ხაზს, თუმცა სიძულვილის ენა ,რომელიც აცდენილია თავისუფალი სიტყვის არსს, ჩვენს „მედეაში“ დიდიხანია დამკვიდრდა.

ეს ყველაფერი კი იმას გავს, სკოლაში მასწავლებელთან გაკვეთილის არ ცოდნას ბებიის ავადმყოფობას  რომ ვაბრალებთ და საერთოდაც პრობლემებით ვმანიპულირებთ,  იმას საბაბად ვიყენებთ, რაც ჩვენი სისუსტეა და რეალურ მიზეზს ვთრგუნავთ. და სადღაც აქ აუცილებლად იბადება ძალმომრეობა, სისუსტის მანიპულირებით ხალხზე გავლენის მოხდენა და ბრბოს შექმნა,რომელსაც სიძულვილის ენის ჩამოყალიბებამდე, სხვისი ღირსების შელახვასა და ჟურნალისტიკის პრინციპების ამოყირავებამდე მივყავართ,რაც  ისევ  „შელახულ კატარინებს“  თავისუფლების მოწინააღმდეგე მკვლელებად აქცევს.

ამის პარალელურად ბარი ლევინსონის ფილმი „კუდის ქიცინი“ მახსენდება, სადაც გადმოცემულია მედიის მანიპულაციები და პოლიტიკა წლების განმავლობაში. საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში პრეზიდენტს ბრალად ედება ახალგაზრდა გოგოსთან სექსუალური ურთიერთობა და მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მრჩეველები მას ალბანეთში ყალბი ომის წამოწყებას ურჩევენ. მედია კი ამის ხელისშესაწყობად ომის სცენარს დგავს.

რატომ აქიცინებს ძაღლი კუდს, იმიტომ რომ ძაღლი კუდზე ჭკვიანია , პირიქით რომ ყოფილიყო  მაშინ ძაღლი ირბენდა კუდის ჭკუაზე

არის თუ არა მედიის ხელთ  არსებული „ჯადოსნური ტყვიები“ საზოგადოებისთვის  მომწამლავი , შესაძლოა მათი „კუდის ქიცინითაც“ კი განვსაზღვროთ.

ნინი ელიკა

(Visited 27 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*