“თითქმის ერთი წლის განმავლობაში, მოძრაობაში ჩავდეთ მთელი სული და გული. ვცდილობდით, აგვეშენებინა ის მოძრაობა, რომელიც იქნებოდა რეალური ალტერნატივა იმ უპრინციპო და უპასუხისმგებლო პოლიტიკისა, რაც ქვეყანაში ბოლო 25 წლის განმავლობაში მკვიდრდება. სამწუხაროდ, ვფიქრობთ, რომ პარტიის ინტერესებისა და იმ იდეების დაცვა, რომლის გარშემოდაც ჩვენ ვერთიანდებოდით ვერ მოხერხდა, ჩვენ აღმოვჩნდით სრულიად ახალ რეალობაში განსხვავებული იდეებითა და განსხვავებულ მიზნებით. სწორედ ამ ახალ რეალობაში ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენ თავს”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “სახელმწიფო ხალხისთვის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი თაქთაქიშვილმა.
მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძის გუნდი, რომელიც თავდაპირველად შეიკრიბა, აღარ არსებობს და დღეს “გირჩი” არის დომინანტ პოზიციაში.