ყაზბეგისაავტომობილო გზების დეპარტამენტი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) 125-ე კმ-ზე, მდინარე ჩხერეზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნო.

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჩხერეზე არსებული ხიდი, მდინარის ღვარცოფული გამონატანებისგან დაზიანებული იყო და საჭირო გახდა ახალი, ალტერნატიული ხიდის მშენებლობა. პროექტით გათვალსიწინებულია: ახალი 3-მალიანი, 75 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელის მშენებლობა; ხიდის სავალი ნაწილის, ახალი წყალგამტარი მილების, სადრენაჟე არხებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. განხორციელდება ასევე, ხიდის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები“, – აცხადებენ უწყებაში.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 680 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

(Visited 7 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*