ლარიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3167 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.

კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3167 ლარია. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.3111 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0056 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5866 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5940 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0074 ლარი შეადგინა.

 

(Visited 36 times, 1 visits today)

კომენტარები