ენგურიკულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად “ენგურჰესის” თაღოვან კაშხალს ეწვია.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიცირებითა და სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობით, უახლოეს მომავალში ენგურის კაშხლის მიმდებარედ დაგეგმილია ტურისტულად მიმზიდველი კულტურული სივრცის მოწყობა, მუზეუმითა და ვიზიტორთა ცენტრით.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მინისტრებს ძეგლის განვითარების კონცეფცია წარუდგინა, რომელიც ესტონელი ექსპერტების – ოტტ სარაპუუსა და ანდრიუს კირესაარის დახმარებით შემუშავდა.

”მნიშვნელოვანია, რომ “ენგურჰესის” დიდი ნაწილი აფხაზეთის მხარეს ეკუთვნის, რაც შესაბამისი დიალოგის შედეგად, შესაძლოა საერთო მსჯელობის საგანი გახდეს – სათანადო კეთილმოწყობისა და დოკუმენტალურად მომზადების შემთხვევაში, “ენგურჰესის” უნიკალურ კაშხალს უდიდესი პოტენციალი გააჩნია იმისთვის, რომ მომავალ წლებში თავისი კუთვნილი ადგილი UNESCO- ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დაიკავოს”, – აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიცირებითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე, ენერგეტიკის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, “ენგურჰესის” თაღოვან კაშხალს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 სექტემბრის დადგენილებით მიენიჭა.

(Visited 37 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*