თსუ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორობის კანდიდატებს ხვდებიან.  როგორც ამ პროცესებში აქტიურად ჩართულმა  ერთ-ერთმა  სტუდენტმა – გიორგი არობელიძემ  ,,თბილისი თაიმსს” განუცხადა, ისინი  სამივე კანდიდატისგან ამომწურავი ინფორმაციის მიღებას ელიან და უნდათ, რომ საარჩევნო პროცესში თავად სტუდენტების ჩართულობა იყოს მაღალ ხარისხში.

სტუდენტები უკვე შეხვდნენ ერთ-ერთ კანდიდატს – თსუ-ის პროფესორ ცირა ბარამიძეს.  რამდენიმე წუთში კი შეხვედრა განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილე  – გია შარვაშიძესთანაა ჩანიშნული, რომლის  კანდიდატურასაც სტუდენტების საკმაოდ დიდი ნაწილი აპროტესტებს. მესამე კანდიდატთან -ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორ  გია ბარამიძესთან შეხვედრა 8 საათზეა დაგეგმილი.

არჩევნები 23 სექტემბერსაა ჩანიშნული, კანდიდატების ბიოგრაფიებს  კი აკადემიური საბჭოს 36 წევრი განიხილავს, გაესაუბრება და სასურველ კანდიდატს ფარული კენჭისყრით აირჩევს.

სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილი თსუ-ში საარჩევნო არეულობასა და დაძაბულობას  არ გამორიცხავს.

 

ნატალია ჯალაღონია

 

(Visited 55 times, 1 visits today)

კომენტარები