17 საათის წინ
“ყველაფერი გაკეთდება, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს, შევინარჩუნოთ”
18 საათის წინ
,,პოპულარობით მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა სარგებლობს“- „ბიბლუსი“
19 საათის წინ
საკრებულოში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე რეკომენდაციები განიხილეს
19 საათის წინ
ირაკლი კობახიძე: უმრავლესობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
19 საათის წინ
ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი: ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ ინტერესს განაპირობებს

ალასანიაეს  იყო დანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ ტვ. პირველის პირდაპირ ეთერში ფარულ ჩაწერებთან  დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

‘’როდესაც თავდაცვის სამინისტროში დავიწყეთ სამხედრო პოლიციის დეპოლიტიზაცია, იქ ასეთი უმძიმესი სურათი და დანაშაულებრივი ქმედებები დაგვხდა. სამხედრო პოლიცია სავსე იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით. მაშინვე  გადავუგზავნეთ პროკურატურას, მაგრამ არც ერთი საქმე არ არის დღემდე გამოძიებული.  მე და საზოგადოების უდიდესი ნაწილი ველოდებოდით, რომ პასუხი მიგვეღო და გამოძიება მისულიყო ლოგიკურ დასკვნამდე, რომ გამოევლინათ, ვინ ახორციელებდა ამ საშინელი ჩანაწერების გავცელებას.  ველოდით,  კონკრეტულად დაესახელებინათ, რომელი პიროვნება, ქვედანაყოფი, თანამდებობის პირი იყო პასუხისმგებელი ასეთ გაუგონარი ჩანაწერების ჩაწერა-შენახვაზე.  პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომ იმ ხელისუფლებას ეკუთვნის, გასაგებია, მაგრამ კონკრეტიკაა საჭირო, კონკრეტული ადამიანები თუ არ დაისაჯნენ, სხვა დროსაც გაბედავს რომელიმე პოლიტიკური ძალა იგივეს.

,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი აცხადებს, რომ ჩანაწერების ის ნუსხა, რომელიც მას პირადად წარმოუდგინეს არ უნახავს. მიიჩნევს რომ არ ჰქონდა ამის არც უფლება და არც ნახვის სურვილი – ,,რაც შეეხება ამ ჩანაწერებს, ეს იყო ის ნუსხა, რომელიც  წარმომიდგინეს, პირადად მე არ მინახავს, არც მქონდა სურვილი და არც უფლება, რომ ეს კადრები მენახა. რამდენი დისკიც არსებობდა და ტექნიკური მახასაიათებლები, მაშინვე შევაკვრევინე, გადავუგზავნე პროკურატურას და მოვთხოვე გამოძიება. ყოველ სამ თვეში ვკითხულობდი და ვახსენებდი, თუ როგორ მიდიოდა გამოძიება, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ვიცოდი, რომ ასეთივე მასალები იყო შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. რეალობა იყო უმძიმესი, ის რეჟიმი ამას სჩადიოდა… ეს იყო, ჩემი აზრით, დანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ, მაგრამ არანაკლებ დამნაშავეა ის სტრუქტურა, ის ორგანიზაცია ან ჯგუფი, ვინც ამ მასალების გავცელება დაიწყო’’, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

(Visited 39 times, 1 visits today)

კომენტარები