კვირიკასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა, – მიწვევა საქართველოს მთავრობის მეთაურმა, მოლდოველი კოლეგა პაველ ფილიპისგან დღეს, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. საუბარი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივასაც შეეხო.

პრემიერ-მინისტრები ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომის ჩატარებაზე შეთანხმდნენ, რომელიც სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება.
მოლდოვას პრემიერი, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, საქართველოში წარმატებით განხორციელებული რეფორმების გამოცდილების გაზიარებით დაინტერესდა, რასაც საქართველოს ხელისუფლება მიესალმება. გიორგი კვირიკაშვილმა მოლდოველ კოლეგას ამ პროცესში მხარდაჭერის მზადყოფნა დაუდასტურა.

პრემიერ-მინისტრებმა ნაყოფიერად შეაფასეს ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სოფლის მეურნეობისა და სხვა უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა.

გიორგი კვირიკაშვილმა პაველ ფილიპს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

(Visited 39 times, 1 visits today)

კომენტარები