20140707190718usufashashvili„ვისურვებდი,რომ  გახსნილი საქმე  ორი თვით ადრე ან ორი თვის დაგვიანებით გვენახა.იმისთვის რომ არავის ჰქონდეს სპეკულაციის საბაბი. ჩნდება მცირე  არგუმენტი,რომ თითქოს  წინასაარჩევნოდ 2 კვირით ადრე დადეს საქმე“. 2011 წლის 06 მაისის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარემ ამის შესახებ „ტვ–პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“ ისაუბრა.

„ეს საქმე იყო ერთ–ერთი პირველი,რის გამოძიებასაც საზოგადოებას დავპირდით 2012 წლამდე. საქმე ბოლომდე არ არის მიყვანილი. ოპონენტებს არ უნდა მივცეთ  სპეკულაციის საშუალება.  ყველა უნდა დავარწმუნოთ, რომ გვინდა დამნაშავის დაკავება და არა პოლიტიკურ ოპონენტთან ბრძოლა. საქმის დაგვიანებას რაც შეეხება, ასეთ საქმეებს სჭირდება მეტი დამაჯერებლობა და  თანმიმდევრულობა. დარწმუნებული ვარ, რომ ის რაც ვერ გაკეთდა, ან არ გაკეთდა ამ ოთხ წელში, აუცილებლად გაკეთდება. მინდა ვიყო  ღრმად ოპტიმისტი,რომ მსგავი აღარ განმეორდება“.

დავით უსუფაშვილმა,  გადაცემაში მის მიმართ  ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზეც ისაუბრა.

„პოლიტიკაში დიდი ხნის ყოფნა ნიშნავს,რომ თმენის და ატანის უნარები გაქვს. არ გავბრაზებულვარ და  არ მიფიქრია, რომ სამაგიერო უნდა გადავუხადო. მიწოდა უსაქმური, მაგრამ არ გამჩენია განცდა,რომ სამაგიერო მეც  უნდა ვუწოდო. ვუფრთხილდები ხუთი წლის განმავლობაში ერთად ბრძოლას, შრომას,  ბეწვის ხიდზე სიარულს. მთელი ეს პერიოდი ჩემთვის არა მარტო პერსონალურად, საქმიანად, სახელმწიფოებრივადაც   ძვირფასია.  ჩვენ როდესაც ეთერში ვსაუბრობთ,  ვიხილავთ საჯარო პოლიტიკურ ურთიერთობებს და პირადი კავშირები არ არის განსახილველი. მივიჩნევ,რომ პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯები გადადგა, თუმცა ბოლო დროს  მან დებატებს  პერსონალური თავდასხმებიც მოაყოლა. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეცდომა“.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 33 times, 1 visits today)

კომენტარები