9982alasania20irakli011_1„თავდაცვის სამინისტროში როცა ვმუშაობდი გადავაგზავნე პროკურატურაში მასალები, თუმცა არც ერთი გამოძიებულა.  არსებობდა ჩანაწერების ნუსხა. შევკარი დისკი და მასალები გადავუგზავნე პროკურატურას. სამხედრო პოლიცია სავსე იყო პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით“. ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ თავმკდომარე ირაკლი ალასანიამ „ტვ–პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“ ისაუბრა.

„დავიწყეთ სამხედრო პოლიციის რეფორმირება და დეპოლიტიზაცია. ყოველ 3 თვეში ვახსენებდი  პროკურატურას თუ როგორ მიდის გამოძიება, თუმცა პასუხი არ მიმიღია. ველოდებოდი, რომ გამოძიება ლოგიკურ დასკვნამდე მივიდოდა, გამოავლენდნენ ფარული ჩანაწერების გამავრცელებლებს, დაასახელებდნენ თუ ვინ იყო პასუხისმგებელი ამ უსაზიზღრესი ჩანაწერების  კეთებაზე.“

ირაკლი ალასანიამ, გადაცემაში ასევე პროკურატურის მიერ 2011 წლის 26 მაისის საქმის გამოძიებაზე, წინასაარჩევნო გარემოსა და ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე ისაუბრა.

„სწორედ იმიტომ ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს, რომ ეს დღეები წარსულს ჩაბარდებოდა და დამნაშავეებს ეგოთ პასუხი. ეს უნდა მომხდარიყო პირველივე წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა.  ყველა  ასეთი დანაშაული პროკურატურის კვალიფიციურ თანამშრომლებს უნდა გამოეძიებინათ და ეს არ მოხდა. რას იძიებდნენ 4 წელი. მათ ვერ მოახერხეს კვალიფიციური კადრების შეკვრა და ამ ყველაფერზე საკადრისი პასუხის გაცემა, როგორიც უნდა მიეზღოს დამნაშავეს. მურუსიძე ყავთ სასამართლოში და ისეთი კადრები, რომლებიც „აპრავებენ“  დანაშაულს. ეს კადრები ახსენებს ამომრჩეველს რა შეიძლება მოხდეს თუ სააკაშვილის რეჟიმი დაბრუნდება. ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“ როდესაც ვიყავით ხელისუფლებაში, არაფერი გაგვიფუჭებია. ერთადერთი სუფთა ძალა ვართ ეს არის რესურსის  წინასაარჩევნოდ გამოყენება. რომ აჩვენონ თითქოს დაიწყეს გამოძიება.

ივანიშვილს და სააკაშვილს ერთმანეთი ჭირდებათ,რომ წარმოაჩინონ თითქოს არ არსებობს სხვა არც ერთი ძალა. აბსოლუტურად საპირისპირო  განწყობა ხალხში. ვერანაირი რეფორმა ვერ განხორციელდა. ასევე არ უნდათ დაბრუნება ძალადობრივ წარსულში და ალტერნატივაზე აკეთებენ არჩევანს.

მისი განცხადებები არის არასწორი ფორმა ყოფილ თანამშრომლებთან ურთიერთობისთვის. ეს არის შეცდომა. ჩვენ არ შევალთ ასეთ დიალოგში, ტალახის სროლაში. უნდა დავანებოთ თავი ერთმანეთის გინებას და ვისაუბროთ კონკრეტიკაზე,“–განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მანანა ღოღობერიძე

 

 

 

 

 

(Visited 30 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*