davit berdzenishvili„ჩვენ ვემზადებით კოალიციური ხელისუფლებისთვის. არ ვგეგმავთ დამოუკიდებლად გამარჯვებას. ეს არ არის სერიოზული და არ იქნება გულწრფელი დამოკიდებულება ამომრჩეველთან. ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მიიღებს 50 %–ზე მეტს“. ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა  „ტვ–პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“ ისაუბრა. დავით ბერრძენიშვილი იმ განცხადებებსაც გამოეხმაურა,  რომლებიც  ბიძინა ივანიშვილმა რესპუბლიკური პარტიის მიმართ გააკეთა.

„ივანიშვილი მიხვდა,რომ რესპუბლიკელებზე საუბარი  კარგს არაფერს აძლევს. ტემპერატურა დასწია, ჩვენზე საუბარი შეამცირა. იმედი მაქვს ის და თავისი მრჩევლები მიხვდებიან,რომ  ყოფილ პირველ პარტნიორზე საუბარი არ არის მიმზიდველი. ჩვენ საპასუხო ცეცხლიც არ გაგვიხსნია. თავის ყოფილ პარტნიორებს რომ ასე ერჩის, პოლიტიკურ კვალიფიკაციას არ ადასტურებს.2012 წელს კოალიცია დააფუძნა ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“, დავით უსუფაშვილის „რესპუბლიკურმა პარტიამ“, ირაკლი ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“, კახა შარტავას „ეროვნულმა ფორუმმა“, ეს ოთხი ხელმოწერა არის მთავარი და დანარჩენები გზა და გზა შემოგვიერთდნენ.

მგონი ამ პროცესს წარუმატებლად ასრულებს. ჯობს მომავალზე გვესაუბროს, ივანიშვილი დარჩა წარსულში. 2012 წლის ივანიშვილი იყო სწორი,როდესაც რესპუბლიკელები პირველ პარტნიორად დაგვასახელა და 2016 წლის ივანიშვილი არის გახუნებული, ის დათვურ სამსახურს უწევს მისი პოლიტიკური ძალის შესუსტებულ მდგომარეობას.  ბიძინა ივანიშვილი ვერ გახდა მისი პოლიტიკური ამბიციების შემძლე, მისმა ლოდმა გაჭყლიტა. 2016 წლის ივანიშვილი მნიშვნელოვნად ჩამორჩა 2012 წლის ივანიშვილს. ისევე,როგორც 2012 წლის სააკაშვილი აღარ გავდა 2003 წლისას“–განაცხადა დავით ბერძენიშვილიმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 11 times, 1 visits today)

კომენტარები