21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა და 1981 წლიდან აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააარსა. ,,პატივი მივაგოთ და გავაძლიეროთ იდეები მშვიდობის შესახებ მსოფლიოში” – ეს იყო და არის ამ დღის დაარების მთავარი მიზანი.
ოცი წლის შემდეგ კი, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო სპეციალური რეზოლუცია და ამით გამოაცხადა 21 სექტემბერი, როგორც ყოველწლიური დღესასწაული ,,გლობალური ცეცხლის შეწყვეტისა და არაძალადობისათვის”.
მშვიდობის საერთაშორისო დღის საბოლოო აღიარება ბრიტანელი მსახიობისა და რეჟისორის ჯერემი გილეს დამსახურებაა, მისი პროექტი – ,,ერთ დღესაც იქნება მშვიდობა”, წარმოადგენს ფილმს, რომელიც მრავალ ქვეყანაშია გადაღებული და მასში ასახულია რეჟისორის მომზაურობა და მისი შეხვედრები ადამიანებთან, რომელთაც უნდათ მშვიდობა და რომელთაც თავის თავზე გამოსცადეს ომის საშინელება.
ამ დღეს საქართველოც უერთდება და სხვადასხვა ღონისძებით გამოხატავს თავის პიზიციას მშვიდობის თემაზე.
ნატალია ჯალაღონია