3523barack_obama_624x351_reutersაშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა რუსეთის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს ქვეყანა დღეს ცდილობს, აგრესიის დახმარებით დაიბრუნოს წარსული სიძლიერე. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

„მსოფლიოში, რომელმაც უკვე დატოვა იმპერიების ეპოქა, ვხედავთ, რუსეთი როგორ ცდილობს წარსული სიძლიერის დაბრუნებას“, – განაცხადა ობამამ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის პრეზიდენტის რანგში თავის ბოლო გამოსვლაში.

მისი თქმით, თუკი რუსეთი განაგრძობს თავისი მეზობლების საქმეებში ჩარევას, მისივე საზღვრები კიდევ უფრო მოწყვლადი გახდება. უშუალოდ სირიის კონფლიქტზე საუბრისას, ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტა მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი.

(Visited 38 times, 1 visits today)

კომენტარები