17 საათის წინ
“ყველაფერი გაკეთდება, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს, შევინარჩუნოთ”
18 საათის წინ
,,პოპულარობით მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა სარგებლობს“- „ბიბლუსი“
19 საათის წინ
საკრებულოში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე რეკომენდაციები განიხილეს
19 საათის წინ
ირაკლი კობახიძე: უმრავლესობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
19 საათის წინ
ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი: ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ ინტერესს განაპირობებს

tramvaiთბილისის მერია დედაქალაქში ტრამვაის დაბრუნებას აპირებს. აღნიშნული  გეგმის სახით, დედაქალაქის მერიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტშია გაწერილი, რომელიც საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს ეხება.

როგორც დოკუმენტში წერია,  ტრამვაის პროექტის განხორციელება დელისი-ორთაჭალის მიმართულებით მოხდება. თუმცა, კონკრეტულ თარიღს, თუ როდის განხორციელდება პროექტი, ჯერჯერობით თბილისის მერიაში არ აკონკრეტებენ.

თბილისის მერიის მიერ შედგენილ დოკუმენტში ტრამვაის აღდგენა გრძელვადიან გეგმებში მოიაზრება. პროექტის ღირებულება სავარაუდოდ, მინიმუმ 100 მილიონი დოლარი იქნება.

ცნობისთვის, ერთადერთი ტრამვაის სისტემა საქართველოში  თბილისში, 1883 წლიდან 2006 წლამდე,  ფუნქციონირებდა . თავდაპირველად მუშაობდა ცხენის წევაზე, 1904 წლიდან კი ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა. 2006 წლის 4 დეკემბერს თბილისის ტრამვაის სისტემა, სატროლეიბუსო სისტემასთან ერთად, გაუქმდა.

(Visited 22 times, 1 visits today)

კომენტარები