ეკა ბესელია„ვგეგმავთ საინტერესო  დისკუსიას წარსულის დანაშაულებებთან გამკლავებასთან დაკავშირებით. საჯარო დისკუსიას ვგეგმავთ 3 ოქტომბერს და ანალიზისთვის მოვიწვეთ სხვადასხვ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს“. ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელაიმ „ტვ–პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“ ისაუბრა.

„იმისთვის,რომ შევაფასოთ რამდენად ეფექტიანი იყო ჩვენი ხელისუფლების მუშაობა და ბრძოლა  წინა ხელისუფლების დანაშაულების წინააღმდეგ. ეს არ იქნება გასამართლება. პოლიტიკურად და სამართლებრივად ჩვენ ისინი უკვე გავასამართლეთ.  4 წლის განმავლობაში 81 მაღალი თანამდებობის პირი არის დაკავებული“.

ეკა ბესელია 2011 წლის 26 მაისის საქმესაც გამოეხმაურა და  და პროკურატურის მიერ  გავრცელებულ მტკიცებულებაზე ისაუბრა.

„ეს სამხილი ახლა იქნა მოპოვებული. მაღალი სტანდარტის მტკიცებულობად ითვლება ვიდეო მასალის არსებობა. მომავალ წელს არის თვითმმართველობის არჩევნები, შემდეგ საპრეზიდენტო და შემდეგ ისევ ვუახლოვდებით საპარლამენტო არჩევნების კამპანიას. გამოდის,რომ პროკურატურამ უნდა გამოაცხადოს მორატორიუმი, საქმეს როცა გამოიძებს,შემოდოს თაროზე და მონახოს  არჩევნებს შორის ოქროს შუალედი მათ გასასაჯაროვებლად. შეიძლება ეჭვი მივიტანოთ ნებისმიერი თანამდებობის პირის მიმართ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ბრალეულობისთვის. ეს არ არის ადეიშვილის დრო, სამი წელი კი არა, სამი დღეც არ  პირის დასაკავებლად.  ეს არ არის პერიოდი,როდესაც ასე მარტივი იყო ვარაუდებზე და ეჭვებზე განაჩენის გამოტანა.

კითხვები ლოგიკურია და ყოველთვის დაისმება. რომ ვთქვა ყველაფრით კმაყოფილი ვარ, არ ვიქნები მართალი. პირადად ჩემმა კომიტეტმა ბევრი გააკეთა იმისთვის რომ მასალები პოლიტიკურად და სამართლებრივად დაგვემუშავებინა და  მიგვეწოდებინა  ისინი გამოძიებისთვის“–განაცხადა ეკა ბესელიამ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 116 times, 1 visits today)

კომენტარები