1 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
1 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
1 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
1 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
1 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

კობახიძე”ჩვენ გვქონდა და გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ. გავაკეთეთ არაერთი განცხადება, რომ არსებობს კონკრეტული რისკები და უკავშირდება ერთ ოპოზიციურ ძალას „ნაციონალურ მოძრაობას“. პარტიებს შორის მშვიდობის მემორანდუმის გაფორმების  აუცილებლობაზე და  დოკუმენტის მიზანზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „კონტაქტში“ ისაუბრა.

„კონკრეტიკაში რომ ვერ შევდივარ არ ნიშნავს, რომ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია. თუმცა ჩვენი ამოცანა არ არის პროვოკაციები მოეწყოს და შემდეგ ეს წამოვაძახოთ ჩვენს ოპონენტს. ჩვენი მიზანია პროვოკაცია არ მოხდეს,  ჩვენ ვმუშაობთ პრევენციაზე.

თუ ყველა საარჩევნო სუბიექტი აიღებს პასუხისმგებლობას და კონტრაქციები არ გაიმართება, შეგვიძლია მინიმუმამდე დავიყვანოთ პროვოკაციების მოწყობის  რისკი. თუ  მოხდება აქტივისტების ერთმანეთისგან დისტანცირება და მათი დაშორიშორება, კიდევ ერთხელ შემცირდება ძალადობის რისკი.

აბსოლუტურად ვფლობთ სიტუაციას, ჩვენი ტაქტიკა ამართლებს.  ამის შედეგი იქნება ის, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდობიანად წარიმართება. ჩვენც იგივე პასუხისმგებლობას ვიღებთ, რასაც სხვას ვთავაზობთ. ჩვენი ამოცანა არის მარტივი. გვინდა მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება.  სწორედ ამიტომ შევთავაზეთ ჩვენს კოლეგებს, სხვა საარჩევნო სუბიექტებს ამ ფორმის მემორანდუმი. ყველაზე დიდი რისკის შემცველი არის კონტრაქციები. ეს არის გამოხატვის თავისუფლების ფორმა თუმცა მიუღებელია საარჩევნო კამპანიისას. ამ არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 25–მდე საარჩევნო სუბიექტი. მათი დიდი უმრავლესობა არ არის საერთოდ შემჩნეული კონტრაქციების გამართვაში, მათ ასეთი ფორმისთვის არ მიუმართავთ.

რაც შეეხება მემორანდუმის ტექსტს, არა უგვიანეს ხვალ დილისა მას ყველა საარჩევნო სუბიექტი მიიღებს და ამის შემდეგ გვექნება საშუალება, რომ ყველა პოლიტიკურ ძალასთან გავმართოთ კონსულტაციები, შევჯერდეთ ერთიან ტექსტზე. იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში საბოლოოდ გაფორმდება მემორანდუმი,“–განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 11 times, 1 visits today)

კომენტარები