სპორტისპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი „მასობრივი სპროტის განვითარების” პროგრამის ფარგლებში ამბროლაურს და ონს ესტუმრა.

ტარიელ ხეჩიკაშვილმა  მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილა რეგიონში სპორტის განვითარების გეგმა. მოგვიანებით, მოინახულა ამბროლაურის და ონის ჭიდაობის დარბაზები. დაიგეგმა ონის მუნიციპალიტეტში გასულ საუკუნეში აგებული უნიკალური ჭიდაობის დარბაზის რეაბილიტაცია.

მინისტრმა მოინახულა ამბროლაურის სპორტული კომპლექსი, შეხვდა მოჭიდავეებს, კალათბურთელებს, კარატისტებს, მორაგბეებს და მწვრთნელებს. მინისტრმა მოისმინა მათი პრობლემები და გადასცა შესაბამისი სპორტული ინვენტარი.

აღსანიშნავია, რომ 1 სექტემბრიდან რაჭის სოფლებში მომუშავე სპორტის მასწავლებლები და მწვრთნელები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგან მიიღებენ 50-70 ლარიან დანამატს. ხელფასზე დანამატი მაღალმთიანი სოფლების პროგრამის ფაგლებში გაიცემა, რაც ადგილობრივი სპეციალისტებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.

(Visited 36 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*