მღებრიშვილიშინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა გარდაბანში დაცვის პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნა, რომელშიც 250-მდე თანამშრომელი იმუშავებს.

ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე, დავით ვარდიაშვილი და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გურამ ტომარაძე ესწრებოდნენ.

შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გარდაბნის განყოფილების ერთსართულიან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილ შენობაში ოპერატიული რეაგირების და რკინიგზის ობიექტების დაცვის ჯგუფები განთავსდებიან. გარდაბნის რაიონში დაცვის პოლიცია 70-მდე ობიექტის დაცვას უზრუნველყოფს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიციელთათვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ახალი შენობების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.

2016-2017 წლებში დაცვის პოლიციის ახალი შენობების აშენება იგეგმება თერჯოლაში, ჭიათურასა და თბილისში, ხოლო გურჯაანში, მესტიასა და ხაშურში ძველი შენობების რეაბილიტაცია მოხდება.

(Visited 11 times, 1 visits today)

კომენტარები