ინდოეთი საქართველოს განიხილავს მნიშვნელოვან პარტნიორად სპარსეთის ყურისა და შავი ზღვისდამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანში. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ინდოეთის მთავრობის სურვილს საქართველოში საელჩოს გახსნისთაობაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის და ინდოეთის რესპუბლიკკს საგარეოურთიერთობათა სახელმწიფო მინისტრის მობაშარ ჯავიდ აკბარის შეხვედრა ნიუ-იორკში გაეროსგენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივიურთიერთობის საკითხები და კმაყოფილებით აღნიშნეს ბოლო პერიოდი საქართველოსა და ინდოეთსშორის თანამშრომლობის დადებითი დინამიკა. ორმხრივი ურთიერთობის თვალსაზრისით მინისტრებმაკიდევ ერთხელ აღნიშნეს აგვისტოში თბილისში საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე გამართულიორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები და საქართველო ინდოეთის მთავრობათაშორისი კომისიისმეორე სესია და თანამშრომლობის აღნიშნულ ფორმატში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები, როგოცვაჭრობის, ასევე ინვესტიციების, ტრანსპორტის, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობებისმიმართულებით. ინდოეთის სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა საქართველოს შთამბეჭდავი მიღწევებიეკონომიკური რეფორმებისა და ბიზნეს საქმიანობის თვალსაზრისით. მინისტრებმა დადებითად შეაფასესორ ქვეყანას შორის ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის პოზიტიური ტენდენცია,განსაკუთრებით აღინიშნა კინოინდუსტრიის სფეროში წარმატებული თანამშრომლობა და ინვესტიციებისმზარდი პოტენციალი.
შეხვედრაზე განსაკუთრებულ ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე,ინდოეთის სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა რომ ინდოეთი საქართველოს განიხილავს მნიშვნელოვანპარტნიორად სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანში.
მხარეებმა ასევე განიხილეს განათლებისა და კულტურის სფეროებში ქვეყნებს შორის არსებულითანამშრომლობის კარგი პრაქტიკა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურადითანამშრომლონ ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებისთვის, მათ შორის მაღალი დონს ვიზიტებისგაცვლის გზით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ინდოეთის მთავრობის სურვილსსაქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე.