ბოლო რამდენიმე კვირაა სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ტემპერატურა მატულობს, ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ განათლების მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ თავისი თანამდებობა სწორედ იმ მიზეზით დატოვა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. ამას სტუდენტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა და რამდენიმე თვის წინ ცხარედ დაპირისპირებული სტუდენტური თვითმმართველობა და ,,აუდიტორია #115-იც“ კი საერთო პიზიციაზე შეჯერდა – ,,გიორგი შარვაშიძის ამ თანამდებობაზე დანიშვნა უნიევრსიტეტისთვის ავტონომიის დაკარგვის გარანტია”- აღნიშნავენ სტუდენტები.
არჩევნები 23 სექტემბერსაა ჩანიშნული და მასში სამი კანდიდატი იყრის კენჭს – თსუ-ის პროფესორი – ცირა ბარამიძე, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე – გია შარვაშიძე და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი – გია ბარამიძე. აკადემიურმა საბჭომ კანდიდატების ბიოგრაფიები უნდა განიხილოს, შემდეგ უშალოდ გაესაუბროს მათ და სასურველ კანდიდატი ფარული კენჭისყრის გზით აირჩიოს. აკადემიური საბჭო სულ 36 წევრისგან შედგება. არსებობს მოსაზრებები, რომ საბჭო ზეწოლის ქვეშაა. ამაზე სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემარულებელი, ბახვა კვირიკაშვილი საუბრობს:
,,თავად ვესაუბრე რამდენიმე წევრს და მათ მითხრეს, რომ მოთხოვნა დგას, მხარი გიორგი შარვაშიძეს დაუჭირონ.“
ინფორმაციას არ ადასტურებენ თავად აკადემიური საბჭოს წევრები.
აუდიტორია #115 პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ განათლებს მინისტრის მოადგილემ შეიძლება მონდომოს გახდეს რექტორი, თუმცა, სხვა გარემოებებს უსვამს ხაზს.
გიორგი არობელიძე. ,,აუდიტორია #115-ის“ წევრი: ,,ჩვენ გია შარვაშიძისგან უამრავი დაპირება მივიღეთ მინისტრის მოადგილეობის პერიოდში, თუმცა, არცერთი დაპირება არ შესრულებულა. მან და სახელმწიფომ, ჩვენი შეთავაზებული პროგრესული რეფორმები დაბლოკეს.“
,,აუდიტორია #115-ის“ სტუდენტები ჯერ არ შეჯერებულან, რექტორობის სხვა კანდიდატურებზე, თუმცა, ფიქრობენ, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს მეცნიერი და მისი პიროვნება არ უნდა ასოცირდებოდეს უნიევრსიტეტის ავტონომიის შეზღუდვასთან.
თავად განათლების მინისტრი – ალექსანდრე ჯეჯელავა კატეგორიულად უარყოფს მსოაზრებას, რომ შარვაშიძე რაიმე მხრივ მაინც დაუკარგავს უნიევრსიტეტს დამოუკიდებლობას. ამავე პიზიციაზე დგას თავად რექტორობის კანიდატი და ის სტუდენტებს ავტონომიის უმაღლეს ხარისხს ჰპირდება.
არჩევნებამდე ერთი დღე რჩება და როგორც ვარაუდობენ, უნივერსიტეტს არცთუ ისე მშვიდი საარჩევნო პერიოდი ელის.
ნატალია ჯალაღონია