unnamed-123-25 სექტემბერს, თბილისში ტრადიციული რეწვისა და დიზაინის პირველი საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2016“ გაიმართება.

ღონისძიება 23 სექტემბერს, 12:00 საათზე, ექსპოჯორჯიაში გაიხსნება; გახსნის ცერემონიას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

ტრადიციული რეწვისა და დიზაინის პირველი საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს 250-ზე მეტი ქართველი ოსტატი, ასევე ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სლოვაკეთიდან;  პროექტის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში, ექსპერტები დაინტერესებული საზოგადოებისთვის, საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესახებ, ჩაატარებენ  საგანმანათლებლო ტრენინგებსა და მასტერკლასებს.

ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის საერთაშორისო სამიტი, ხელნაკეთი ნივთების პირველი ფართომასშტაბიანი გამოფენაა სამხრეთ კავკასიაში.
ღონისძიება  “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ პროექტის – „ტრადიციული რეწვა, პლატფორმა ეკონომიკური განვითარებისთვის“ და ევროკავშირის პროექტის Investing in People პროგრამის ფარგლებში იმართება.

პროექტის მხარდამჭრია: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ქალაქ თბილისის მერია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ამერიკის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საბჭო, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისის საკრებულო, კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია და გამოფენების ცენტრი ექსპოჯორჯია.

 

 

(Visited 203 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*