sportis sasaxle tyibuliსპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ტყიბულში რეაბილიტირებული სპორტის სასახლის გახსნას დაესწრო. მინისტრმა, ადგილობრივ სპორტსმენებს სხვადასხვა სპორტული ინვენტარი გადასცა და იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად მონაწილეობა მიიღო სპორტის სასახლის გახსნის ცერემონიაში, რომელსაც თბილისიდან მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი გულშემატკივრები დაესწრნენ.

ტყიბულის სპორტის სასახლე, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში ექსპლუატაციაში შევიდა,  90-იან წლებში სტიქიური მოვლენების (დიდთოვლობის) გამო დაზიანდა და ათეულობით წელი ობიექტი უფუნქციოდ იყო დარჩენილი.

2012 წელს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით და მოსახლეობის მაღალი ინტერესების გათვალისწინებით  მომზადდა  შენობის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც  რამდენიმე ეტაპად დაიყო. საერთო ჯამში შენობის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 2,5 მილიონი ლარი. სასახლე მრავალფუნქციურია, შესაძლებელია კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, მინი-ფეხბურთის ტურნირების ჩატარება. შენობა სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და შეუძლია საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა.

(Visited 115 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*