რომეო საჯაია„საქართველოს პროკურატურას ეს ვიდეო სისხლის სამართლის საქმეში 2014 წლის იანვრის თვიდან გააჩნდა. ეს არის პროკურატურის თანამშრომელი იოსებ ალავიძე,რომელსაც სისხლის სამართლის საქმე ეწერა, ჰქონდა ეს ვიდეო და 2016 წლის მარტში გადასცა მეორე გამომძიებელს. ეს ვიდეო პროკურატურას ორი წელია აქვს და ინახავდნენ წინასაარჩევნოდ“. ამის შესახებ დავით ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა.

ეკა ბესელიას წარმოდგენაც არ აქვს რაზე საუბრობს.  პირდაპირ ეთერში იტყუება საზოგადოების წინაშე, ის საქმეს საერთოდ არ იცნობს. ბესელია პროკურატურის მსგავსად აცხადებს,რომ მოიპოვეს ახალი მტკიცებულება,ახალი გარემოება,რომელიც მანამდე არ ჰქონდათ. ეს არის სიცრუე. თითქოს გამოძიება დაიწყო მაშინ,როდესაც ხელისუფლება შეიცვალა.  ამ საქმეზე გამოძიება 2011 წელს დაიწყო ბაინდურაშვილმა. მაშინ იძიებდა მომიტინგეების წინააღმდეგ და დღეს პირიქით იძიებს სამართალდამცავების წინააღმდეგ.

დავით ახალაიას უფლებადამცველი ვიდეო მასალაზე საუბრობს,რომელშიც  მისი მტკიცებით ახალაია ამბობს: „კაცს ხელი არ დაარტყათ“. ადვოკატი ამბობს,რომ პროკურატურამ ეს ვიდეო მასალა დამალა.

„ეს იყო შეიარაღებული ბრბო მოლოტოვის კოქტეილებით. ყველა ამ ხალხის მიმართ დღემდე არის სასამართლოს გადაწყვეტილება და არავის გაუუქმებია. ისინი ითვლებიან კანონის დამრღვევებად. პროკურატურამ კი დაზარალებულად ცნო. არანაირი კანონდარღვევის ნიშნები დავით ახალაიას გადაწყვეტილებაში არ ყოფილა“.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 181 times, 1 visits today)

კომენტარები