„სამწუხაროდ ხშირად პოლიტიკოსები ხელს აფათურებენ საუნივერსიტეტო სივრცეში. არ არის სწორი ახალგაზრდული შემართებით მანიპულაცია. ამ პროცესების მაქსიმალური დეპოლიტიზირება უნდა მოხდეს“. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადდანიშნულმა რექტორმა გია შარვაშიძემ ტელეკომპანია „GDS“–ზე,გადაცემა „2030“–ის ეთერში ისაუბრა.
ყველას მოსწონს სტუდენტური მოძრაობა,როგორც ხალასი ძალა. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს,რომ სტუდენტი არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის წევრი.
მე თუ არ მომწონს პარლამენტი, არ ნიშნავს,რომ პარლამენტი უნდა გაუქმდეს. უნდა ავირჩიოთ ახალი შემადგენლობა ან სხვა წესები შემოვიღოთ. იგივე არის თვითმმართველობის შემთხვევაში. რადგან ამდენი შეკითხვა დაისვა, აშკარაა რომ პრობლემები არსებობს. საჭიროა ძირეული რეფორმები და ამას თვითმმართველობის წევრებიც აცნობიერებენ.
„აუდიტორია–115“–ის პროტესტზე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს. ვეპატიჟები მათ,რომ ჩვენი ურთიერთობა დიალოგის რეჟიმზე გადავიდეს. შეხვედრა უკვე მქონდა და კიდევ გავაგრძელებთ. ჩემი კარი ყოველთვის ღია იქნება ნებისმიერი სტუდენტთა ჯგუფისთვის. რაც შეეხება ბრალდებებს, არამგონია ეს იყოს რადიკალური პოზიციები. არც რექტორი და არც ადმინისტრაცია არასოდეს იქნება რომელიმე სტუნდეტთა ჯგუფის მხარე. ჩვენი პრინციპია,რომ ყველა სტუდენტს ჰქონდეს თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობა სიკეთეებით სარგებლობის.
ზეწოლა აკადემიურ საბჭოს წევრებზე არ მსმენია. ისნი არიან ზრდასრული ადამაინები. ზეწოლის ფაქტები რომ ყოფილიყო, ჰქონდათ საშაულება ამის შესახებ საჯაროდ ეთქვათ. ადრე ნამდვილად იყო ასეთი შემთხვევები,როდესაც უხეში და პირდაპირი ჩარევა ხორციელდებოდა საბჭოს წევრებზე. იმ პერიოდშიც ეყოთ გამბედაობა და დაასახელეს კონკრეტული ადამიანები. ახლა მსგავსი საუბრები მხოლოდ სპეკულაცია მგონია და კარგი იქნებოდა კონკრეტული ფაქტები გვცოდნოდა.
რეპუტაცია უნივერსიტეტს ბოლო პერიოდის მოვლენებმა შეუალახა. მოხდა სისტემის დელეგიტიმაცია, საბჭო იქნა დათხოვილი, გამოცხადდა ახალი არჩევნები. ადრე იყო 15–კაციანი საბჭო, ახლა არის 36–კაციანი. ეს არის კარგი ნაბიჯი საუნივერსიტეტო სივრცეში სამართლიანობის აღდგენისთვის. მოვიდა დაბალანსების, წყნარ გარემოში გადასვლის დრო.
უნივერსიტეტი არის, იყო და იქნება წამყვანი სამეცნიერო ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს, მთელი რეგიონის მასშტაბით. აუცილებელია სტუდენტური საცხოვრებლის გაუმჯობესება, სტუდენტური სპორტი.”
მანანა ღოღობერიძე