levilis mamuliლევილის მამული საქართველოს დაუბრუნდა. 25 წლიანი ლოდინის შემდეგ მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს ხელი რამდენიმე წუთის წინ, ლევილის მამულში მოეწერა.

პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ, ხოლო ფრანგული მხარიდან ხელმომწერნი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ.

ისტორიული აქტის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში – ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში – გოჩა ჯავახიშვილი, ქ. ლევილის მერიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის პროცესი 25 წელი მიმდინარეობდა.  მასში სხვადასხვა დროს უამრავი ადამიანი მონაწილეობდა. მამულის გადმოცემის მიზნით შექმნილმა სპეციალურმა პარიტეტულმა კომისიამ 2014 წლიდან განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო მუშაობა, 10 კომისიის სხდომა ჩაატარა და ეს პროცესი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის ხელმოწერამდე მიიყვანა, რომელიც დღეს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ლევილის მამულში საზეიმოდ  გაფორმდა.

 

 

 

(Visited 92 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*