ეკა ბესელია„სისხლის სამართლის კანონმდებლობას აქვს მკაცრად გაწერილი ვადები და პროცედურები. ეს არ არის კანონი,რომელიც შესაძლოა საარჩევნო თარიღებს მოერგოს. პროკურატურა პოლიტიკურ კალენდარში არ უნდა ჩავსვათ“. 2011 წლის 26 მაისის საქმის გამოძიების ახალ დეტალებზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა.

„საარჩევნო ცილთან პროკურატურის საქმიანობის მიბმა სწორედ ის არის, რასაც უწყების პოლიტიზირება ქვია. პროკურატურას აქვს უფლება მიუხედავად საარჩევნო ცილისა, გამოძიება წარმართოს კანონის ვადების მიხედვით. არსებობს  მტკიცებულების მოპოვებიდან ბრალდების წარდგენამდე ვადა და ეს ძალიან მცირე პერიოდია. ათდღიანი და ხშირად უფრო ნაკლები.

ახალი მტკიცებულება პროკურატურამ ბოლო პერიოდში მიიღო და გამოვლინდა ახალი გარემოებები, მოხდა სხვა პირების იდენტიფიცირება. ამ საქმის გამოძიება დაიწყო მაშინვე,როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა. გამოძიებამ 26 მაისთან დაკავშირებული საქმე სასამართლოში წარმართა  და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დამნაავედ სცნო. პარლამენტიდან რამდენიმე რეკომენდაცია მივეცით სამართალდამცავებს,რომ 26 მაისთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების მასობრივი ხელყოფის ფაქტებზე გამოძიება გაგრძელებულიყო.

26 მაისის დარბევის კადრები ნაწილობრივ პირდაპირ ეთერში გადიოდა ორი ტელეკომპანიის ეთერში. მეც იქ ვიყავი,  ათასობით ადამიანი იყო დაკავებული და 250–მდე დასახიჩრებული. რა თქმა უნდა ბევრი მოწმე დაიკითხა,მაგრამ არსებობს სტანდარტი,რომ პირს ბრალდებას მხოლოდ ალბათობით და ვარაუდით ვერ წაუყენებ. საჭიროა მაღალი სტანდარტის მტკიცებულებები და არა მხოლოდ ვარაუდი,რომ ესა თუ ის თანამდებობის პირი ჩართული იქნებოდა დავალებაში.  ეს არ არის ადეიშვილის პერიოდის სასამართლო,როდესაც ცარიელი ყდები მიჰქონდათ და  ცარიელ ფურცლებზე იწერებოდა განაჩენი.

26 მაისს სააკაშვილის საზეიმო მიღება შედგა და ის თავისი მოქალაქეების სისხლზე იდგა. მან თქვა,რომ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, მაგრამ შემდეგ არც გამოძიება წარმართულა და არც არავის პასუხისგება დამდგარა,“–განაცხადა ეკა ბესელიამ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 20 times, 1 visits today)

კომენტარები