archevnebi_1917

საარჩევნო უბანი კენჭისყრის დღის (8 ოქტომბერი) 7 საათზე იხსნება.

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს; ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებს ან წარმომადგენლებს;  საარჩევნო სუბიექტის არაუმეტეს 1 წარმომადგენელს

რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის არაუმეტეს 1 წარმომადგენელს. რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციის  არაუმეტეს 2 დამკვირვებელს (დამატებით შესაძლოა ახლდეს თარჯიმანი) მედიის აკრედიტებულ წარმომადგენლებს (უბანზე ერთდროულად შეიძლება მყოფებოდეს ერთი და იმავე მედია საშუალების არაუმეტეს 3 წარმომადგენლისა).

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს აუცილებლად უნდა ეკეთოს მისი ვინაობისა და სტატუსის დამადასტურებელი სამკერდე ნიშანი.

დამკვირვებელს და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს უფლება აქვთ:

კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდნენ უბნის ტერიტორიაზე და კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს, ნებისმიერი ადგილიდან თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდნენ.

დამკვირვებელს, საარჩევნო სუბიექტისა და მედიასაშუალების წარმომადგენელს უფლება არ აქვს: გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე; აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ; ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი; ამ მოთხოვნების დამრღვევი 500 ლარით დაჯარიმდება.

საარჩევნო უბნის გახსნისთანავე კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი გაიხსნება, ამ წიგნში კომისიის მდივანი კომისიის ყველა წევრის სახელსა და გვარს შეიტანს. კომისიის თავმჯდომარე  კი ფუნქციების გასანაწილებლად კენჭისყრას ჩაატარებს. ეს ფუნქციებია: ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი, ამომრჩეველთა რეგისტრატორი, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები ორი წევრი.

წილისყრაში კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი არ მონაწილეობენ. წილისყრის დასრულების მდივანი შემდეგ შედეგებს ჩანაწერთა წიგნში შეიტანს.

კენჭისყრა 08:00-საათიდან 20:00 გრძელდება. ხმის მიცემის პროცედურა შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით ტარდება:

პირველ რიგში კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი ნაკადის მომწესრიგებელთან მიდის, მომწესრიგებელი ულტრაიისფერი ფარნით ამოწმებს აქვს თუ არა მას მარკირება, ამის შემდეგ ამომრჩეველი რეგისტრაციას გადის, სიაში ყოფნის დადასტურების შემდეგ მას მარკირებას უკეთებენ.

მარკირება არ გამოიყენება საპატიმროებსა და საავადმყოფოებში.

მარკირების შემდეგ ამომრჩეველი, საარჩევნო ბიულეტენის მიღებას ხელმოწერით ადასტურებს. შემდეგ შედის ფარულ კაბინაში და ბიულეტენს ავსებს, ბიულეტენის შევსებისას სხვა პირის დასწრება დაუშვებელია.

თუ ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსება არ შეუძლია, მას უფლება აქვს, ფარული კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 65.3).

თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი გაუფუჭდა, ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარეს უნდა აცნობონ. რეგისტრატორი ვალდებულია ამომრჩეველს გაფუჭებული ბიულეტენი ახლით შეუცვალოს. კომისიის თავმჯდომარე გაფუჭებულ ბიულეტენს, ამომრჩევლის თანდასწრებით, კუთხეს ჩამოაჭრის, დააწერს „გაფუჭებულია“ და ხელს მოაწერს. კომისიის თავმჯდომარე გაფუჭებულ ბიულეტენს ცალკე ინახავს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 65.4).

კაბინიდან გამოსვლის შემდეგ ამომრჩეველი იღებს კონვერტს და მასში ბიულეტენს ათავსებს. შემდეგ კი კონვერტს ყუთში აგდებს.

გადასატანი ყუთით ხმის მიცემა 09:00 საათზე იწყება და 19:00 საათზე სრულდება.

კოდექსის მიხედვით უბანი 08:00 საათზე იხურება, თუმცა ამ დროისთვის რიგში მყოფ ამომრჩევლებს ხმის მიცემის გაგრძელება  შეუძლიათ. კენჭისყრის დასრულების შემდეგ რეგისტრატორები გაცემული და გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობას ითვლიან, ბიულეტენების ჯამი ხელმოწერების რაოდენობას უნდა დაემთხვას, თუ არ დაემთხვა, რეგისტრატორმა ხელახლა უნდა დაითვალოს, თუ კვლავ არ დაემთხვა, რეგისტრატორს ამის მიზეზებზე ახსნა-განმარტების დაწერა მოუწევს.

ყუთის გახსნის შემდეგ ხმების მთვლელები მაგიდის ერთ მხარეს სხდებიან, მათ უკან ორი დამკვირვებელი და საარჩევნო სუბიექტების ორი წარმომადგენელი დგება. მთვლელები საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმებს, ბათილად მიჩნეულ ბიულეტენებს და საეჭვოდ მიჩნეულ ბიულეტენებს ცალკ-ცალკე აწყობენ.

დათვლის შემდეგ ბათილ და საარჩევნო სუბიექტის კუთვნილ ბიულეტენს ცალკ-ცალკე ლუქავენ.

დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში საჩივრის წარდგენის უფლება აქვს პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ან დამკვირვებელს.

საოლქო კომისია საჩივარს ერთი დღის განმავლობაში იხილავს, მისი გადაწყვეტილება შეიზლება საქალაქო სასამართლოში გასაცივრდეს, რომელსაც განსახილველად 2 დღე აქვს.

კენჭისყრის დღეს, უბანზე შესასვლელად ჟურნალისტებს ცესკოს აკრედიტაცია სჭირდებათ. ცესკოში აკრედიტებულ ჟურნალისტებს უფლება აქვთ თავისუფლად გადაიღონ ფოტო ან ვიდეო მასალა ნებისმიერ საუბნო საარჩევნო კომისიაში, გარდა კენჭისყრის კაბინისა. ამასთან ჟურნალისტი კენჭის ყრის შენობაში ისე უნდა გადაადგილდეს, რომ საარჩევნო პროცესს ხელი არ შეუშალოს.

 

ნატალია ჯალაღონია

(Visited 61 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*