cambridge

ლიტერატურის ინსტიტუტმა  კიდევ ერთი გამარჯვება და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. დაიბეჭდა 2013 წელს ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ლიტერატურა დევნილობაში. ემიგრანტების მწერლობა“ მასალები, რომლითაც დაინტერესდა კემბრიჯის საგამომცემლო სახლი და საქმიანი წინადადებით მიმართა ინსტიტუტს. 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, 2013 წლის 25 -27 სექტემბერს თსუ-ის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა, მორიგ, რიგით მე-7 საერთაშორისო სიმპოზიუმს  -„ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ უმასპინძლა. სიმპოზიუმის თემა იყო. „ლიტერატურა დევნილობაში. ემიგრანტების მწერლობა (მე-20 საუკუნის გამოცდილება)“. მასში მონაწილეობა მიიღო 168 მეცნიერმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (სულ – 22 ქვეყანა). მათ შორის იყო: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, ბულგარეთი, მაკედონია, ისრაელი, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, ლიტვა, ლატვია, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, ერაყი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან, ქუთაისიდან, გორიდან.

 

ნატალია ჯალაღონია

 

(Visited 58 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*