ჯაფარიძე„მე მივედი იმიტომ, რომ მაინტერესებდა შეხვედრა, რომელსაც ორგანიზებას ამ ქვეყნის მმართველი უწევდა. ამ შეხვედრას ერქვა ეკონომიკური ფორუმი და მოლოდინი მქონდა, რომ უფრო მეტად იქნებოდა ეკონომიკაზე საუბარი“. ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენებან შეხვედრის დეტალებზე „პაატა ბურჭულაძე-სახელმჯწიფო ხალხისთვის“ წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში, გადაცემა „შაბათის კურიერში“ ისაუბრა.

„ძალიან მოკლე პრეზენტაცია იყო და შემდეგ კითხვებში და მათ შორის პოზიციების დაფიქსირებაშიც ნაკლები იყო ეკონომიკური ინტერესი. მივედი იმიტომ, რომ მაინტერესებს როგორ აფასებს გავლილ ოთხ წელს და როგორ უყურებს საით უნდა წავიდეს ეს ქვეყანა. ეს ფორმატი არის არასწორი და სრულიად გაუმართლებელი. გამოსვლების ნაწილში ის ღია ტექსტით მიმართავდა ბიზნესმენებს, რომ მათ საკუთარი  პოლიტიკური პოზიცია დაეფიქსირებინათ. იყო ეკონომიკურ შედეგებზე საუბარი და ეკითხებოდა, რომ თუ ისე აღიქვამთ რეალობას როგორც არის, მაშინ ამ გაუმჯობესებულ მდგომარეობაზე იქნებ თქვენც დააფიქსიროთ პოზიციაო. იყო მეორე ნაწილიც, როდესაც მან რამდენჯერმე ბოდიში მოიხადა საჯაროდ, რომ ეს არ უნდა იყოს გაგებული, როგორც ზეწოლა ან მოწოდება.

საბოლოოდ თუ გავითვალისწინებთ კონტექსტს, რომ ეს არის ადამიანი, რომლის დაფინანსებულიც არის ეს მთავრობა და გავითვალისწინებთ მეორე მხარესაც. იქ ისხდნენ ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ საკმაოდ ცუდი და მწარე გამოცდილება. ამ გარემოებების გათვალისწინებით ეს არის არასწორი ფორმატი. საბოლოოდ ჩემი აზრით ამ შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო, რომ თუ ბიზნესმენებიც ისე ხედავენ ქართულ რეალობას, როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი ხედავს, მათ ხმა უნდა ამოიღონ და საჯაროდ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია.

როცა ეს ხდება არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ცხადია აქვს საარჩევნო გარემოზე და მოსახლეობის განწყობაზე გავლენის მოხდენის მიზანი. ბიზნესის მიმართ ამ ქვეყანაში ყველა ხელისუფლების მხრიდან იყო ისეთი დამოკიდებულება, რომ ბიზნესი არის მეწველი ძროხა, რომელსაც როცა გინდა მაშინ ფულს წაართმევ. გამომდინარე იქედან რომელ მთავრობას რა ხუშტურები აქვს. დღეს შესაძლოა ბიზნესს პროკურატურასთან მიმართებაში არ აქვს ისეთი პრობლემები როგორიც ქონდა წინა ხელისუფლების პერიოდში, მაგრამ სხვა ტიპის პრობლემები არსებობს. მთავარი პრობლემაა ეკონომიკის გაჩერება, რეალური წინსვლა არ არის.

მთავარი პრობლემა ამ ხელისუფლებისთვის იყო ის ბალაგანი, რომელიც იყო საქართველოს პარლამენტში. აქ წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა მსოფლმხედველობის და გაგების ადამიანები. თითოეულს სხვანაირად წარმოედგინა ეკონომიკის განვითარება და ამის გამო იყო სრული ქაოსი. ივანიშვილი საუბრობდა, რომ არ არსებობს ერთი კატასტროფული ნაბნიჯი, რომელიც ამ მთავრობამ გადადგა, ჰო ერთი კატასტროფული ნაბიჯი არ არსებობს, მაგრამ არსებობს კასკადი პატარ-პატარა მცდარი ნაბიჯების,რომლითაც სავსე იყო განსაკუთრებით 2013-2014 წლები“-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 79 times, 1 visits today)

კომენტარები