თინა ხიდაშელი„არ ვიცი რას ემსახურება ბიძინა ივანიშვილის განცხადებები. ძალიან მძიმე საყურებელია ემოციურად  და ადამიანურად. ძალიან მძიმეა ასევე ის,რომ ადამიანი,რომელიც რეალურად ამ ქვეყანას მართავს, ასეა წყობიდან გამოსული“. ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო განცხადებებზე და რესპუბლიკური პარტიის მიმართ კრიტიკის შესახებ „უსუფაშვილი-რესპუბლიკელების“ წევრმა, ყოფილმა თავდასცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ზე, გადაცემა „შაბათის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

„როგორც ჩანს მისთვის შეუძლებელი და რთულად გადასატანი აღმოჩნდა ის,რომ ვიღაცამ უთხრა-არა. ის ამბობს, რომ ცუდი პარტნიორები ვიყავით. ყველაფერზე თავს არ ვუქნევდით და ეს ნამდვილად ასე იყო. ეს არ არის ჩვენი ქვეყნის მთავარი ტრაგედია. მთავარი ტრაგედია არის ის,რომ ადამიანი,რომელიც რეალურად  საქართველოს ეფექტური მმართველი არის, ასეთ მდგომარეობაშია, ასეთი ტერმინოლგიით მეტყველებს. კრიტიკა იყო მხოლოდ ერთი რამ, დანარჩენი იყო შეურაცხყოფების კასკადი.  აბსოლუტურად წარმოუდგენელი განცხადებები,რომლებიც უბრალოდ შუსაბამოა ღირსეული ადამიანის ქცევასთან, მაგრამ ეს მისი არჩევანი და მხოლოდ და მხოლოდ მისი პრობლემაა. მე და არც ერთი ჩემი მეგობრი თუ კოლეგა არ ვაპირებთ მას ავყვეთ ამ შურაცხყოფაში.

მას ნამდვილად ყოველ კვირას უდებენ რეიტინგებს და დაინახა, რომ დღეს ქვეყნის პოლიტიკუირ სეგმენტში ორი ადამიანი არის ერთმანეთთან რეალურ კონკურენციაში შესული. ეს არის გიორგი კვირიკაშვილი და დავით უსუფაშვილი. ეს არის ორი პოლიტიკოსი დღეს ამ ქვეყანაში,რომლებიც პირველ და მეორე ადგილებზე ჭიდაობენ, თავისი გავლენით, კომპეტენციით და ნამდვილად დამსახურებულად. სწიორედ ეს გახდა მიზეზი,რომ დავით უსუფაშვილი გამხდარიყო მისი შურაცხყოფების მთავარი ობიექტი. გიორგი კვირიკაშვილსაც ჩვეულებრივად შურაცხყოფს ბიძინა ივანიშვილი,როგორც დავით უსუფაშვილს.  მისი დუმილი ცოტა მაშფოთებს, მაგრამ იმედს ვიტოვებ,რომ ის ჯერ კიდევ რამეს იტყვის.

რაც შეეხება იმ ერთადერთ კრიტიკას, ეს იყო საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით. საზოგადოებამ ნახა ფაქტები, რომ აბსოლუტურად ყველა სიტყვა, რომელიც მან თქვა, იყო ტყუილი. დიახ, საკონსტიტუციო კომიის თავმჯდომარე არა ოთხი წლის განმავლობაში, არამედ წელიწადი და შვიდი თვის განმავლობაში იყო დავით უსუფაშვილი. იმ კომისიაში  ასევე იყო ვახტანგ ხმალაძე. ამ კომისიამ 107 კანონპროექტი მოამზადა და მათი უდიდესი უმრავლესობა ვახტანგ ხმალაძის და რესპუბლიკელების დაწერილია. ის ერთი დეტლი, რომ თითქოს სრული კონსესუსი იყო კოალიციაში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებაზე და რესპუბლიკელები უშლიდნენ მხოლოდ ხელს,  აბსურდი და დიდი  მასშტაბის ტყუილია.  ოდნავი პოლიტიკური მეხსიერება ვისაც აქვს საქართველოში, იცის,რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში რესპუბლიკელები რესპუბლიკურ საქართველოს ვადვოკატირებთ. ჩვენი ამოცანა არის საპარლამენტო მმართველობა ქვეყანაში პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტით. ეს 1993 წელს დაწერეს რესპუბლიკელებმა კონსტიტუციის პროექტში.  მაშინ  ბიძინა ივანიშვილი სხვა საქმეებით იყო დაკავებული და სავარაუდოდ საერთოდ არ იცოდა,რომ კონსტიტუცია როგორც ასეთი არსებობდა და  ქვეყნის ცხოვრების მოგვარების მთავარი დოკუმენტი იყო.

შეხვედრა ბიზნესმენებთან იყო მისი მდგომარეობის ამსახველი კარგი მაგალითი. მისი საუბარი იმის შესახებ, რომ ქართველ ხალხს ანალიზი უჭირს, როდესაც ბიზნესმენებს თხოვს,რომ პოლიტიკური აქტივობა გამოიჩინონ, იმის დასტურია რომ ძალიან კარგად ხედავს რეალობას. „ქართული ოცნება“ არ არის იმ მდგომარეობაში,რომ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა“-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 26 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*