„შეხვედრა რომ საქმიანი იყო ამას დაადასტურებს ყველა ის ბიზნესმენი,რომელიც მონაწილეობდა ამ ფორუმში. რა თქმა უნდა იყო ემოციური საუბარიც, იყო ხუმრობებიც“. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ და ეკონომიკური ფორუმზე განხილულ საკითხებზე ბიზნესმენმა რომან ფიფიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„ეს იყო რიგითი ბიზნეს-ფორუმი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ტარდება. რაც შეეხება ემოციებს, იქ ჭარბობდა ხუმრობაც, რომელზეც ბევრმა კმაყოფილება გამოთქვა. ვფიქრობ საბოლოოდ საქმიანი შეხვედრა გვქონდა.
დახურულ კარს მიღმა ჩვენ ვსაუბრობდით ქართული ბიზნესის დღევანდელ ვითარებაზე. გამოვთქვი მოსაზრება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით და ძალიან მშვიდი გარემოა. ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება. ეს ხვალინდელი დღისთვის იმედის მომცემი მაჩვენებელია. საბოლოო ჯამში ყველა შევთანხმდით იმაზე, რომ ეს არჩევნები მშვიდად უნდა ჩატარდეს, რაც ჩვენს ქვეყანას უდავოდ მოუტანს სტაბილურობას.
კონკრეტულად ჩემს მიმართ განვლილი ცხრა წლის განმავლობაში ტრაგიკული არაფერი ხდებოდა. რა თქმა უნდა იყო რიგი საკითხების, რომელსაც არ ვეთანხმებოდი. ბიზნესის ხელშეწყობა დღევანდელი მთავრობის პირობებში გაცილებით უფრო მეტია. ამას მე პირადად ვადასტურებ“-განაცხადა რომან ფიფიამ.
მანანა ღოღობერიძე