bidzina-ivanishvili_copy_copyრომან გოცირიძემ ეს ხერხი იხმარა და ფორუმს ფორუმი დაუპირისპირა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინიტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ორგანიზაცია ”მოქალაქის” ინიციატივით გამართული ფორუმის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ბევრი პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული ექსპერტი ცდილობს, რომ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა აკრიტიკოს და ამ ფორუმზე დასწრებას თავს არიდებს.

”პერსონალურად დაპატიჟეს გოცირიძე და მისთანანი, ვინც ექსპერტობას იბრალებენ და რეალურად წევრად წარმოგვიდგა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“. ამაში ცუდი არაფერია”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

”ეს იმას ჰგავს, რაზეც ახლა შრომობს პრემიერი. კვირიკაშვილის ინიციატივა იყო, არ ვიცი რამდენმა მოაწერა ხელი, რომ ერთი პარტიის ღონისძიებაზე მეორე პარტიის წარმომადგენლები არ მივიდნენ და დებოში არ ატეხონ. ახლა გოცირიძემ ეს ხერხი იხმარა და ფორუმს ფორუმი დაუპირისპირა. ის ერთი-ორჯერ შემოძვრა აქ, რომ ნახა მე ვიყავი, იმ წუთას გაიპარა. ვერავითარი გამოსვლა ვერ მოახერხა. გარეთ გააკეთა კომენტარი, შიგნით – არა. ბიზნესთან ამას ვერ ბედავს პროფესიონალებთან და ცდილობს ხომ ხალხი, რომელსაც ეკონომიკური განათლება არ აქვს სიბნელეში ამყოფოს. მისი ყველა გამოსვლა სიცრუეზეა დაფუძნებული. დღევანდელი ტრიუკი თუ ასეა, რომ თითონ დაიწყო ფორუმის დაფუძნება არჩევნებამდე 2 კვირით ადრე მხოლოდ სასაცილოა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს უპასუხისმგებლო ხალხი ცდილობს ადამიანებს, რომლებსაც დღეს მართლა უჭირთ საქართველოში და ქვეყანაში ბევრი გაჭირვებულია, თუმცა ამაში არ არის ხელისუფლების დანაშაული, ეს ჩვენი ხვედრია ბოლო წლების, ათწლეულების. ამ ხალხს დაანახონ, ეს ყველაფერი მთავრობას დააბრალონ და ამით პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ. ამას ვერ ახერხებენ და აქ ვერ მოდიან, რადგან არ აქვთ სათქმელი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

(Visited 65 times, 1 visits today)

კომენტარები